ბა ბე ბი ბო ბრ
ბაგ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბარ ბახ

ბარეული 

ციხე (ქც 4: 763,3).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 763,3).

მდებარეობს ამბროლაურის მუნიც-ში, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. ბარეულის ტერიტორიაზე, მისგან რამდენიმე კმ-ის დაშორებით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერშოულის ღელევახუშტისეული „ბარეულის ხევი“ (ბერაძე 1983: 19). ვახუშტი ბაგრატიონი ბარეულის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ტოლის ხევს ზეით მოერთვის ბარეულის ხევი, რიონს სამხრიდამ ... ბარეულს, რიონს კიდეზედ, არს ციხე კეთილშენი“ (ქც 4: 763,1-3).

ბარეულის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფლის მიდამოებში არსებული ციხის ნაშთებიდან შემორჩენილია კლდის ფლეთილი ქვებით კირხსნარზე ნაშენი კოშკის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე. დანარჩენი კედლები მიწის პირთანაა გასწორებული.

ბარეულის ღვთისმშობლის დარბაზული ტიპის ეკლესია (4,5X3,2მ) ნაშენია შირიმის კვადრებით, კირხსნარზე. შესასვლელი ჰქონია სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. XX ს-ის 20-იანი წლებისათვის ეკლესიის დანგრეული კედლებიღა იყო შემორჩენილი (ბოჭორიძე 1994: 127). ეკლესიიდან ცნობილია ვერცხლის(?) დაზიანებული ჭედური ხატი, რომელიღაც წმინდანის გამოსახულებით. ხატი შემკულია მცენარეული ორნამენტით. ქვედა არშიაზე შემორჩენილია ნაკლული ასომთავრული წარწერა: „... სასოებით მოსავსა შენსა ზაქარიას კვიტასშვილსა მეოხ მეყავ დღესა მას განკითხვისასა“. თარიღდება XVI ს-ით. ხატის ფრაგმენტები ინახება ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში (ბოჭორიძე 1994: 128). 1991 წ. მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა ბარეულის წმინდა გიორგის დარბაზული ტიპის XI ს-ის ეკლესია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1983: 19; ბოჭორიძე 1994: 127, 128; ქც 4: 763,3.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9