ბა ბე ბი ბო ბრ
ბედ ბეთ ბელ ბეჟ ბერ ბეყ ბეშ ბეჭ

ბელოთი 

სასახლე (ქც 4: 369,22, სქ. 2).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 362,20; 369,22, სქ. 2), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 427; 1972: 694) იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 38).

მდებარეობს ცხინვალის მუნიც-ში, მდ. პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ბელოთის ტერიტორიაზე.

ვახუშტი ბაგრატიონი ბელოთის შესახებ გადმოგვცემს: პატარა ლიახვის ხეობას „ვანათსა, საცხენისსა და ბელოთს ზეით ერთვის ფოტრისის-ხევი“ (ქც 4: 362,20,21). ბელოთში იყო ქსნის ერისთავების ერთ-ერთი რეზიდენცია. 1777 წ. საერისთავოს გაუქმების შემდეგ ეს მხარე იულონ ბატონიშვილს ეკუთვნოდა (გვრიტიშვილი 1955: 260).

ბელოთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ბელოთის ციხე-დარბაზი დგას შუა სოფელში. გალავანში მაცხოვრის დარბაზული ტიპის (13X6მ) ეკლესიაა. აგებულია ფლეთილი ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი ქვა. ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი სარკმელია. თარიღდება X ს-ით. ეკლესიას დასავლეთით ებჯინება გალავნის კედელი. გალავანი გეგმით რომბისებურია. კუთხეებზე გარედან მიშენებულია სამი მრგვალი და ერთი ხუთკუთხა კოშკი. გალავნის 10 მ-მდე სიმაღლის კედლებში ოთხ რიგად მოწყობილია სათოფურები. გალავნის სამხრეთ კედელზე მიშენებული სასახლე ძლიერ დაზიანებულია. მოგვიანებით ციხე-გალავანი აღმოსავლეთის მხრიდან გაფართოვდა: აშენდა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, შემოიზღუდა გალავნით და მიუერთდა ძირითად ნაგებობას. ციხე-დარბაზი თარიღდება XVII ს-ის მეორე ნახევრითა და XVIII ს-ით (ბერიძე 1983: 130; ზაქარაია 1968: 91).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 38; ბერიძე 1983: 130; გვასალია 1976-1977: 26, 27; გვრიტიშვილი 1955: 260; ზაქარაია 1968: 91; ზაქარაია 1988: 131; მაკალათია 1971: 54-57; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 427; ქც 4 1972: 694.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9