ბა ბე ბი ბო ბრ
ბედ ბეთ ბელ ბეჟ ბერ ბეყ ბეშ ბეჭ

ბერდაძონი 

სოფელი (ქც 1: 290,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 290,22), 1005-1019 წწ. „კითხვა-მიგებაი რომელი მისცა თეოდორე საბაწმინდელსა ეფთიმი მთაწმინდელმან“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 22), მელქისედეკ კათოლიკოსის 1020 წ. სიგელი (ქრონიკები 1897: 33), ბაგრატ კურაპალატის 1040 წ. გუჯარი (ქრონიკები 1892: 185), 1031-1033 წწ. დაწერილი მელქისედეკ კათოლიკოსისა მცხეთის საყდრისადმი (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26).

ლოკალიზდება ისტორიულ ქვემო ქართლში. მდებარეობს ბანუშჩ-ჩაის ხეობაში, სოფ. ბრდაძორის ადგილას (მუსხელიშვილი 1960ა: 36). ამჟამად მოქცეულია სომხეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

წყაროებში ბერდაძონი პირველად იხსენიება XI ს-ში. მისი აშენება მიეწერება კათოლიკოს მელქისედეკს (ქც 1:290,22; ქრონიკები 1897: 33). ბერდაძონი მდებარეობდა ქართლის სამეფოდან სომხეთის ქალაქებისკენ მიმავალ გზაზე: თბილისი – კოდა – იმირი – სადახლო – ბერდაძონი – ალავერდი ... ყარჯილისი, შემდეგ ერევანი ან ყარსი (ბერძენიშვილი 1979: 47).

ბერდაძონი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1979: 47; მუსხელიშვილი 1960ა: 23-61; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 22; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 26; ქრონიკები 1892: 185; 1897:33. ქც 1: 290,22.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9