(ქც 4: 755,17). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 755,17).
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: ხევ ქუევრულაზე „არს ბერ-ციხე, კლდესა ზედა შენი, მაგარი“ (ქც 4:755,17).
მდებაროებს თერჯოლის მუნიც-ში, მდ. ქვერონას ხევში, სოფ. გოგნის ჩრდილოეთით, 3 კმ-ის დაშორებით.
ბერ-ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ციხე აგებულია ქვერონას ხევის პიტალო კლდეზე. მისგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
- ბიბლიოგაფია: ქც 4: 755,17; ჯავახიშვილი 1965: 114.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.