ბა ბე ბი ბო ბრ
ბედ ბეთ ბელ ბეჟ ბერ ბეყ ბეშ ბეჭ

ბერძენაული


(ქც 4: 375,14). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 375,14), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 43), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (საისტ. კრ. 1929: 26-28; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183, 184; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 777).

ვახუშტი ბაგრატიონი ბერძენაულის შესახებ გადმოგვცემს: „კიდესა მტკური-სასა არს ქუენა-ტკოცა, მას ზეით ბერძენაული“ (ქც 4: 375,13,14).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, ქარელიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით, დღევანდელი სოფ. ბერძენაულის ტერიტორიაზე.

ისტორიულ საბუთებში ბერძენაული გვხვდება XVII ს-დან (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 41). 1725 წ. აღწერის ნუსხაში მოხსენიებულია ბერძენაულში მცხოვრები გლეხები (საისტ. კრ. 1929: 26-28). ბერძენაულში იყო კათოლიკოსის 1 ყმა და 17 ბოგანო (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940:184).

ბერძენაული არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში, შემაღლებულ ადგილზე, შუა საუკუნეების ნასოფლარია, სადაც შეინიშნება მიწით დაფარული დარბაზული ტიპის ეკლესიის, გალავნის კედლის ნაშთი და სხვა შენობათა ნანგრევები (სძა 1990: 360).

სოფლის ცენტრში დგას იოანე ნათლისმცემლის დარბაზული ტიპის ეკლესია (13,65X6,2 მ). თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. გადაკეთებულია XIX ს-ში. ადრეული კედლები ნაგებია დიდი ზომის გათლილი ქვებით, XIX საუკუნისა – აგურით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა ვიწრო სარკმლით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა (სძა 1990: 360).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 43; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183, 184; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 41; საისტ კრ. 1929: 26-28; სძა 1990: 360; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 777; ქც 4: 375,14.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9