(ქც 4: 674,22). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 674,22), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 300,10).
ლოკალიზდება მდ. მტკვრის სათავეებთან, ყანლუს მთის ძირთან. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.
ვახუშტი ბაგრატიონი ბეჭის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „მტკურის სათავეს ზეით, ყანლუს მთის ძირზე, არს ციხე შენი ქუმურლუსი, მაგარი და შეუვალი (ვგონებ ბეჭის ციხედ). აწ ცალიერ არს. მას ზედა გარდავალს გზა ბანას და ფანასკერტს“ (ქც 4: 674,22).
ლიპარიტ კლდეკარის ერისთავმა ანისთან დაატყვევა მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072) მომხრე დიდებულები, რომელთა შორის იყო გუარამ გოდერძის ძე, ბეჭის ციხის პატრონი (ქც 1: 300,10).
ეს ძეგლი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.