აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ალა ალე ალი ალო

ალამბარი

სასახლე (ქც 4: 792,1,2, სქ. 1).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 792,1,2, სქ. 1).

მდებარეობს ქობულეთიდან ჩრდილოეთით 14 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფელ ალამბარის ტერიტორიაზე.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „ხინოს მდინარის (მდ. კინტრიში) შესართავთან ზღუაზედ არს ალამბარი, სასახლე შენი, გურიელთა“ (ქც 4: 792,1). ალამბარი XV-XVI სს-ში იყო გურიის მთავართა რეზიდენცია (მეგრელიძე 1963: 74).

ალამბარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: მეგრელიძე 1963: 74; ქც 4:792,1, 2, სქ. 1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9