(ქც 4: 541,სქ.4). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 541,სქ.4), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 593, 804), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 261).
მდებარეობს სიღნაღის მუნიც-ში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, თანამედროვე სოფ. ბოდბისხევის ტერიტორიაზე.
წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XVIII ს-ის დასასრულისათვის, როგორც მეფის სახასო სოფელი და ქიზიყის ერთ-ერთი სოფელი (ბაგრატიონი 1968: 68; გიულდენშტედტი 1962: 257, 261).
ბოდბისხევი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
1961 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) ჩატარებული დაზვერვების შედეგად სოფ. ბოდბისხევთან აღმოჩნდა გვიანბრინჯაოსა და რკინის ფართო ათვისების ხანის ნასახლარი გორები (ფიცხელაური 1965: 39).
სოფ. ბოდბისხევში, გორაზე დგას წმიდა გიორგის IX-X სს-ის სამნავიანი ბაზილიკა (თოდრია 1982: 91). ბაზილიკის დასავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე ასომთავრული წარწერაა: „წმიდაო გრიგოლ...“; აღმოსავლეთ კედელზე – ოთხსტრიქონიანი: „შეიწყალე ჰეროდე ...“. წარწერა X-XII სს-ით თარიღდება (ბარნაველი 1961: 43; ცისკარიშვილი 1980: 141).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 68; ბარნაველი 1961: 43; გიულდენშტედტი 1962: 257, 261; თოდრია 1982: 74-93; მესხია 1986: 349, 350; ფიცხელაური 1965: 39; ქც 4: 541,სქ.4; ცისკარიშვილი 1980: 138-143; შაიშმელაშვილი 1973: 49, 69, 108.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.