ბა ბე ბი ბო ბრ
ბობ ბოგ ბოდ ბოე ბოკ ბოლ ბოჟ ბორ ბოს ბოჭ

ბოეთანი


(ქც 4: 540,9; 541,6). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 540,9; 541,6), არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 403), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 72), 1579 წ. შეწირულობის სიგელი ალექსანდრე II (1574-1605) კახთა მეფისა სვეტიცხოვლისადმი (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 47).

ვახუშტი ბაგრატიონი ბოეთანის შესახებ გადმოგვცემს: „ბოეთანს, ერთვის ალაზანს ბელაქნის წყალი ... ბოეთნის პირისპირ და ალაზნის დასავლით არს ყარაღაჯი“ (ქც 4: 540,9, 541,6).

ლოკალიზდება საინგილოში, ბელაქნის მუნიც-ში. ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებში. დღეისათვის ტოპონიმი ბოეთანი გამქრალია და მისი ზუსტი მდებარეობა დაუდგენელია (ომარაშვილი 1993: 92, 93). 1745 წ. ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე ბოეთანის სახელწოდების დასახლებული პუნქტის აღმნიშვნელი ნიშანი გაფერმკრთალებულია და გათათრებულ სოფელს უნდა აღნიშნავდეს (ომარაშვილი 1993: 87).

1923 წ. საქართველოს ისტორიულ რუკაზე ის ბეთანის სახელწოდებითაა მოხსენიებული (საქ. ისტ. რუკა 1923). სოფელი ბუეთანის სახელითაა აღნიშნული 1579 წ. ალექსანდრე II-ის შეწირულობის სიგელში (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 47). იოანე ბაგრატიონი ბოთანს (ბოეთანს) ენისელის სოფლების სიაში მოიხსენიებს (ბაგ-რატიონი 1986: 72).

ბოეთანის სავარაუდო ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: არჩილი 1989: 403; ბაგრატიონი 1986: 72; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 47; ომარაშვილი 1993: 92; საქ. ისტ. რუკა 1923; ქც 4: 540,9; 541,6.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9