ბა ბე ბი ბო ბრ
ბობ ბოგ ბოდ ბოე ბოკ ბოლ ბოჟ ბორ ბოს ბოჭ

ბოკოწინი, ბოკოწანი


(ქც 4: 532,8; 536,7, სქ. 1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 532,8; 536,7, სქ. 1), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 158), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 64), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 44; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200; 1981: 430).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მუხრან-საგურამოს ვაკის აღმოსავლეთით, მდ. თეზამის (არაგვის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. გალავნის ადგილზე.

XVI ს-ში ბოკოწანი ეკუთვნოდა მცხეთის საკათალიკოსო მამულებს. თეიმურაზ II-მ (1744-1762) და ერეკლე II-მ (1744-1798) ბოკოწანში ააშენეს ციხე (ორბელიანი 1981: 158). სოფელს სახელი გადაერქვა XX ს-ის დასაწყისში და უწოდეს გალავანი, იქ არსებული XVII-XVIII სს-ის ციხე-გალავნის მიხედვით (ქსე 1977: 632; სძა 1990: 272).

ბოკოწანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფლის აღმოსავლეთით, 1 კმ-ის დაშორებით დგას XVIII ს-ის ციხე-გალავანი და ეკლესია. გალავანი გეგმით სწორკუთხაა (60X45 მ). ნაგებია რიყის ქვით. კედლები ზოგან შემორჩენილია 3-4 მ სიმაღლეზე. მათში დატანილია სათოფურები და მოწყობილია საბრძოლო ბილიკები. კოშკი წრიულია. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით.

გალავნის აღმოსავლეთ კედელში ჩაშენებულია რიყის ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (11,4X5,6 მ). სწორკუთხა საკურთხეველი დარბაზისაგან არაა გამოყოფილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა (სძა 1990: 272).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 64; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 44; ორბელიანი 1981: 158; სძა 1990: 272; ქსე 1977: 632; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 200; 1981: 430; ქც 4: 532,8, 536,7,სქ.1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9