(ქც 4: 162,8; 671,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 162,8; 671,2), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 344,21), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 621, 700), 1712 წ. აღწერის დავთრები (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 8), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 49), „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 271, 272, 276, 277, 279, 280, 283-285, 295).
მდებარეობს ახალქალაქის მუნიც-ში, მდ. ბარალეთის სათავეებთან, ტაბაწყურის ტბის სამხრეთ-დასავლეთით, ახალქალაქიდან ჩრდილოეთით, 28 კმ-ის დაშორებით (ბერძენიშვილი 1975: 115).
ვახუშტი ბაგრატიონი ბოჟანოს შესახებ გადმოგვცემს: აზავრეთის ხევს ერთვის „ბოჟანოს ქუეით, ბუშათის ხევი“ (ქც 4: 671,2). ბოჟანო სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: ბოჟანა (ქც 1: 344,21), ბოჟანო, ბაჟანო, ფოჟანი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 271). ფიქრობენ, რომ ბოჟანო იგივე თანამედროვე სოფ. ბურნაშეთია (მელიქსეთ-ბეგი 1934: 34). სხვა მოსაზრებით, სოფ. ჯანჯღა შეერწყა სოფ. ბოჟანოს და გაერთიანებულ სოფლებს ბოჟანო დაერქვა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 272). ბოჟანო გიორგი II-ისა (1072-1089) და დავით აღმაშენებლის საზაფხულო რეზიდენციაა (ბერძენიშვილი 1975: 114). 1124 წ. 20 აგვისტოს ბოჟანოში მდგარ დავით აღმაშენებელს (1089-1125) ანისელი დიდებულები ეახლნენ და ანისში მიიწვიეს. დავითმა ანისი აიღო (ქც 1: 344,21; ქც 4: 162,8). XVI ს-ში ბოჟანო საბარათაშვილოში შედიოდა და მეფის სახასო სოფელი იყო (მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 8; ლორთქიფანიძე 1938: 362). წალკა-ახალქალაქის ერთ-ერთი გზა ბოჟანო – ხევღრმა – ღრტილა – ბარალეთზე გადიოდა (ბერძენიშვილი 1966: 69; ბერძენიშვილი 1975: 111, 112).
ბოჟანო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 49; ბერძენიშვილი 1975: 83-131; ბერძენიშვილი 1964: 45-185; 1966: 69; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 271, 272, 276, 277, 279, 280, 283-285, 295; ლორთქიფანიძე 1935: 253, 293; 1938: 58, 362; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 8; მელიქსეთ-ბეგი 1934: 26-44; ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 621, 700; ქც 1: 344,21; ქც 4: 162,8; 671,2.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.