(ქც 4: 381,18). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 381,18), XIV-XV სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 177, 191), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 45), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 328).
ვახუშტი ბაგრატიონი ნუას შესახებ გადმოგვცემს: ეშმაკთ-უბნის ხევს „ზეით, ნუას, მოერთვის შავწყალი. ნუას ზეით, ჭალის პირისპირ, სამხრიდამ, ერთვის მტკუარს დღვაშის-ხევი“ (ქც 4: 381,18,19).
მდებარეობს დაბა ბორჯომის ტერიტორიაზე, დაბის ერთ-ერთი უბნის, ფაფის მახლობლად, მდ. შავწყალის მტკვართან შეერთების ადგილას (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 477; მაკალათია 1957: 50).
XIV-XV სს-ის ქართლ-კახეთის კათოლიკოსი სოფ. ნუაში მამულებს ფლობდა. აქ გადიოდა სამხრეთ საქართველოდან შიდა ქართლში მიმავალი გზა (ბერძენიშვილი 1985: 22, 23; მაკალათია 1957: 6; ხუჯაძე 1969: 5-7, 14-16).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 45; ბერძენიშვილი 1985: 22, 23; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 328; 1958: 477; მაკალათია 1957: 6, 50; ქც 4: 381,18,19; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 177, 191; ხუჯაძე 1969: 5-7, 14-16.
იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.