გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაგ გავ გან გარ გაჩ

განჯის-კარი


(ქც 4: 334,19). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 334,19; 336,10; 440,14; 442,7), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 175,2), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 146), XVIII ს-ის ისტორიული საბუთი (საქ. სიძვ. 1909: 523), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 85).

მდებარეობს თბილისში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან (ბერძენიშვილი 1966: 5, 37).

განჯის კარი იყო თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კარი. აქ მთავრდებოდა სამხრეთიდან მომავალი სავაჭრო გზა, რომელიც თბილისს აკავშირებდა აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ამ ადგილას ქალაქის კარის არსებობაზე მიუთითებს ბაღის შესასვლელთან, წავკისის წყალში მდებარე ძველი ხიდის დუღაბით ნაგები ბურჯების ნაშთი (ბერიძე 1977: 76). ჟამთააღმწერლის ცნობით 1225 წ. ჯალალედინის შემოსევის დროს განძის კართან (განჯის კართან) მოუკლავთ თბილისის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი მემნა ბოცოს ძე (ქც 2: 175,2). ვახუშტი ბაგრატიონი სალალაკის ხევის კარს უწოდებდა განჯის კარს (ქც 4:334,19). როსტომ მეფეს (1632-1658) განჯის კართან აუგია მეჩეთი (ქც 4: 336,10). მისივე ბრძანებით ციხის მაღალი გოდლიდან განჯის კარის მხარეს გადმოუგდიათ ქაიხოსრო ბარათაშვილი (ქც 4: 440,14). ასევე განჯის კარის კოშკიდან გადმოუგდიათ ევდემოზ კათოლიკოსი (ქც 4: 442,7).

განჯის კარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1977: 76; ბერძენიშვილი 1966: 5, 37; გიულდენშტედტი 1962: 85; კვირკველია 1985: 23; ორბელიანი 1981: 146; საქ. სიძვ. 1909: 523; ქც 2: 175,2; ქც 4: 334,19; 336,10; 440,14; 442,7.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9