გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაგ გავ გან გარ გაჩ

გარეთ-უბანი


(ქც 4: 337,11). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 337,11; 338,2), XVI და XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1967: 193; საქ. სიძ. 1909: 527; 1920: 106, 443; დოკ. საქ. ისტ. 1940: 208; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 496; 1970: 271, 869, 987; 1972: 265, 441, 649-651; 1974: 338, 353, 575; 1981: 89, 429, 608, 654, 655; 1985: 705), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 29), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 61, 89, 197).

მდებაროებდა თბილისში, ახლანდელი თავისუფლების მოედნის მიდამოებში, ბარათაშვილის ქუჩას, რუსთაველის პროსპექტს, ჯორჯიაშვილის ქუჩასა და მტკვარს შორის (კვირკველია 1985: 24).

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, ზღუდის გარეთ მიმდებარე ტერიტორიას ეწოდებოდა გარეთ-უბანი, სადაც ასპარეზიც ყოფილა (ქც 4: 337,11,12). გარეთუბნის ტერიტორიაზე იდგა რამდენიმე ეკლესია. მათ შორის ქაშუეთის, სამებისა და კალოუბნის წმინდა გიორგის ტაძრები. ის მოიცავდა რამდენიმე მცირე უბანს: მუხრანბატონის, ორბელიანების, წყლის კარის, ცხრაპურას, ბოშის, კალოუბანს, ვანქის უბანსა და სხვა (ბერიძე 1977: 53).

გარეთუბანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მისი ტერიტორიიდან ცნობილია შემთხვევითი აღმოჩენები. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საძირკველის თხრისას ნაპოვნია გვიანი ანტიკური ხანის რამდენიმე თიხის ჭურჭელი (არქ. მას. კატ. 1955: 74-76). იმავე ტერიტორიაზე აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების თიხის მილიანი ჭრაქები და მოჭიქული ჯამი (არქ. მას. კატ. 1955: 77, ქორიძე 1958: 78, 79).

გვიანი ანტიკური ხანისაა საჯარო ბიბლიოთეკის საძირკვლის თხრისას აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი. კალოუბანშია ნაპოვნი ძვ. წ. მიწურულის ბაქტრიული მონეტა (ლომთათიძე 1960: 162). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: არქ. მას. კატ. 1955: 74-77; ბაგრატიონი 1986: 29; ბერიძე 1977: 42-59; გიულდენშტედტი 1962: 61, 89, 197; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 208; ზარდალიშვილი 1978: 18; კვირკველია 1985: 24, 25; ლომთათიძე 1960: 159-174; საქ. სიძ. 1909: 527; 1920: 106, 443; ქც 4: 337,11; 338,2; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 496; 1970: 271, 869, 987; 1972: 265, 441, 649-651; 1974: 338, 353, 575; 1981: 39, 89, 429, 608, 654, 655; 1985: 705; ქორიძე 1958; ქრონიკები 1967: 193.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9