გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაგ გავ გან გარ გაჩ

გარყლობის ციხე


(ქც 4: 144,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 144,8), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 292,6).

ლოკალიზდება ისტორიული შავშეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს მდ. შავშეთისწყლის სათავესთან. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

XI ს-ის 20-იანი წლების ბოლოს მეფე ბაგრატ IV-ს (1027-1072) განუდგა შავშელი აზნაური, რომელმაც გარყლობის ციხე ბერძნებს გადასცა (ქც 1: 292,6). ეს ნაგებობა იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოში მიმავალ ერთ-ერთ გზას (ბერძენიშვილი 1966: 92)
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 92; ქც 1:292,6; ქც 4: 144,8.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9