გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გაგ გავ გან გარ გაჩ

გაჩიანი 

ქალაქი (ქც 1: 8,23; 9,2; 27,19).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 8,23; 9,2; 27,19), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 58,21; 310,25; 311,1). „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 332,2), უხტანესის „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“ (უხტანესი 1975: 14, 25, 67, 89).

ვახუშტი ბაგრატიონი გაჩიანის შესახებ გადმოგვცემს: ტალავრის „ხევის ბოლოს ჭაპალა და ციხე მისი (ამას სწერენ გაჩიანად), არამედ ჭაპალის ჩდილოთ, ქციის კბოდეზედ, არს არქევანი. ამას ეწოდა ქაოზიანი, სადაცა არს დიდ-დიდნი ნაშენებნი. ესევე არს გაჩიანი“ (ქც 4:310,24,25; 311,1,2).

გაჩიანის ზუსტი ლოკალიზაცია არ ხერხდება (ბერძენიშვილი 1979: 28). ის მტკვრის პირას ყოფილა, სადღაც სომხეთს, ბარდავსა და ივრის პირს შუა. არც ვახუშტი ბაგრატიონს სცოდნია მისი მდებარეობა (ჯავახიშვილი 1983: 31, 32). გაჩიანის ადრეულ სახელად ცურტავს მიიჩნევენ, რომელიც „ვრაც დაშტზე“ (ქართველთა ველზე) მდებარეობდა (უხტანესი 1975: 67). ქალაქ გაჩიანის ნანგრევებს დღევანდელ სოფ. არუხლოსთან, ძველ ნახიდურთან აიგივებდნენ (მელიქსეთ-ბეგი 1934: 41-43). სხვა მოსაზრებით, მდ. მაშავერას მარჯვენა ნაპირზე მდგარი ციხე უნდა იყოს ცურტავ-გაჩიანის ციხე (ბერძენიშვილი 1964: 25,26).

გაჩიანი პირველად იხსენიება ლეონტი მროველთან (ქც 1: 8,23). ქალაქი აღაშენა გაჩიოსმა (ქც 1: 9,2). ფარნავაზ მეფის (ძვ. წ. IV-III სს) საზამთრო სადგომი იყო გაჩიანი (ქც 1: 25,18). საურმაგ მეფემ (ძვ. წ. III ს) მირვანს მიცა ქალაქი გაჩიანი (ქც 1: 27,19; ქც 4: 58,21). თურქებს საზამთრო სადგომად ჰქონდათ გაჩიანის მიდამოები (ქც 1: 332,2).

დღეისათვის გაჩიანის სახელწოდებით თბილის-რუსთავის სარკინიგზო ხაზზე არის სადგური.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1964: 25, 26; 1979: 28; მელიქსეთ-ბეგი 1934: 41-43; უხტანესი 1975: 8, 9, 25, 67, 89; ქც 1: 8,23; 9,2, 27,19; 332,2; ქც 4:58,21; 310,25; 311,1; ჯავახიშვილი 1983: 31, 32.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9