გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გვა გვე გვი

გვასტიბე


(ქც 4: 773,24; 775,4,5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 773,24; 775,4,5), მერაბ წულუკიძის შეწირულობის წიგნი (დას. საქ. საბ. 1921: 83), ტოლოჩანოვის „იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა“ (ტოლოჩანოვი 1970: 152), ალექსი იევლევის „1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა“ (იევლევი 1969: 86, 166), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 147, 149, 307, 309).

მდებარეობს ხონის მუნიც-ში, მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი სოფ. გვასტიბეს ტერიტორიაზე.

გვასტიბე სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა სახელით იხსენიება: გვასტიბე (ქც 4: 775,4), გაშტაბი (ტოლოჩანოვი 1970: 152), გვიშტიბი (გიულდენშტედტი 1962: 147, 149).

გვასტიბეს ციხე ერთხანს სოლომონ II-ს (1789-1810) ეკავა. ციხე ლორთქიფანიძეების გვარის კუთვნილი იყო (გიულდენშტედტი 1962: 147, 149).

გვასტიბე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ციხე აშენებულია მაღალ, ციცაბო კირქვიან ნაპირზე. ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით. გეგმით მართკუთხაა. მისგან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
 
ბიბლიოგრაფია: გიულდენშტედტი 1962: 147, 149; დას. საქ. საბ. 1921: 83; იევლევი 1969: 86, 166; ტოლოჩანოვი 1970: 152; ქც 4: 773,24; 775,4,5.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9