გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გვა გვე გვი

გვეძინეთი


(ქც 4: 344,26). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 344,26; 345,1,9; 473,15). XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1967: 45; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 131, 132; 1977: 626; 1981: 58), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 32), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 177).

ვახუშტი ბაგრატიონი გვეძინეთის შესახებ გადმოგვცემს: „მძორეთის დასავლეთს, გვეძინეთს, ერთვის ძამას ხევი მუხალეთისა“ (ქც 4: 344,26).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, მდ. ძამის ორივე ნაპირზე, თანამედროვე სოფ. გვეძინეთის ტერიტორიაზე.

XVII-XVIII სს-ში გვეძინეთს ციციშვილები ფლობდნენ. XVII ს-ის ბოლოს ქართლის სამეფო ტახტს ერთმანეთს ეცილებოდნენ ერეკლე I (1688-1703) და გიორგი XI (1676-1688, 1703-1709). 1695 წ. სოფ. გვეძინეთთან გაიმართა ბრძოლა, რომელშიც ერეკლე I-ის მომხრე ქაიხოსრო ციციშვილმა დაამარცხა მეფე გიორგი XI-ის მხარეზე მებრძოლი ფარსადან ციციშვილი (ქც 4: 473,15).

გვერძინეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფ. გვერძინეთის ჩრდილოეთით, მდ. ძამის ნაპირებზე აღმართულია XVI ს-ის ოთხკუთხა გეგმის მქონე, ფლეთილი ქვით ნაგები ორი კოშკი. მარჯვენა ნაპირზე მდგომი კოშკიდან (5,1X4,2 მ) შემორჩენილია ხუთი სართული. მეორე (4,4X4,1 მ) დგას მდინარის მარცხენა ნაპირზე. ის ხანძრისგანაა დაზიანებული (ზაქარია 1969: 199).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 32; გიულდენშტედტი 1962: 177; ზაქარაია 1957: 767-774; 1969: 199; მაკალათია 1961; ქც 4:3 44,26; 345,1,9; 473,15; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 131, 132; 1977: 626; 1981: 58; ქრონიკები 1967: 45.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9