გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გვა გვე გვი

გვიანა

მონასტერი (ქც 4: 322,17).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 322,17), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 50).

ვახუშტი ბაგრატიონი გვიანას შესახებ გადმოგვცემს: „ერთვის ქციას ხევი ტორნე, ირაგის ხეობის მდინარე ... ამ ხევზედ სამღერეთს ზეით, გვიანას არს მონასტერი მცირე, აწ ხუცის სამარხ“ (ქც 4: 332,17).

მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, მდ. თორნის წყლის (ისტორიული ტორნე, მდ. ქციას მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. სამღერეთის (სამღრეთის) ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კმ-ის დაშორებით (ლორთქიფანიძე 1935: 296; ციციშვილი 1979ა: 8).

გვიანა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სამონასტრო კომპლექსი დღეისათვის სრულიად დანგრეულია (ციციშვილი 1979: 8).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 50; ლორთქიფანიძე 1935: 296; ქც 4: 322,17; ციციშვილი 1979ა: 8.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9