გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გიო გიშ

გიორგიწმიდა

დაბა (ქც 4: 529,7, სქ. 1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 529,7, სქ. 1), XIV-XVIII სს-ის ქართული ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 199; 1970: 180; 1972: 397; 1981: 823, 824; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 55; ქრონიკები 1897: 231, 453, 492; 1967: 297, 601, 602; საქ. სიძ. 1920: 9), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 66).

ვახუშტი ბაგრატიონი გიორგიწმინდის შესახებ გადმოგვცემს: „მანავის დასავლით არს ხევი გიორგი წმიდისა, გამოსდის შუამთას და დის ჩდილოდამ სამხრით“ (ქც 4: 529,7).

მდებარეობს საგარეჯოს მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. გიორგიწმინდის ტერტორიაზე.

XIV ს-ში გიორგიწმიდა სვეტიცხოვლის მფლობელობაშია (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 55; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 180).

1951 წ. სოფ. გიორგიწმიდაში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიცია (ხელმძღ. ნინო ბერძენიშვილი). გაითხარა 5 ორმოსამარხი. მათგან ერთი (№4) თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრით (ფიცხელაური 1973: 81, 176).

სოფ. გიორგიწმიდაში დგას წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. სამხრეთის კარის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით ეკლესია აუგია მღვდელ ივანე კევლიშვილს 1800 წელს.

წმინდა გიორგის ეკლესიის დასავლეთითა და აღმოსავლეთით რამდენიმე მეტრზე დგას რიყის ქვითა და აგურით ნაგები XVIII ს-ის მეორე ნახევრის ორი ცილინდრული, დაზიანებული კოშკი (ზაქარაია 1962ა: 170-174).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 66; ზაქარაია 1962ა: 170-174; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 55; საქ. სიძ. 1920: 9; ფიცხელაური 1973: 81, 176; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 199; 1970: 180; 1972: 397; 1981: 823, 824; ქრონიკები 1897: 231, 453, 492; 1967: 297, 601, 602; ქც 4: 529,7, სქ. 1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9