აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
აბუ

აბუხალო 

ეკლესია (ქც 4: 345,4).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 345,4), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 279), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 66).

ვახუშტი ბაგრატიონი აბუხალოს შესახებ გადმოგვცემს: „კუალად გვეძინეთის დასავლით (მდ. ძამას) მოერთვის ხევი აბუხალოსი. აქა არიან ქუაბნი გამოკვეთილნი მაღალს კლდესა შინა მრავალნი. მას შინა ეკლესია კეთილი და კაცთა შეუვალი სიმაგრით. აქიდამ გარდავალს გზა გუჯარეთს რაჭის ხევზედ. აბუხალოს დასავლით გარდავალს გზა გუჯარეთს“ (ქც 4: 345, 2-5).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. ძამას სათავესთან.

XVIII ს-ში სოფ. აბუხალო ეკუთნოდა ამილახვრებს (ორბელიანი 1981: 66).

სოფ. აბუხალო არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

აბუხალოს ნასოფლარი მდებარეობს დღევანდელი სოფლიდან 2,5 კმ-ის დაშორებით, მთის ზეგანზე, სადაც შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები და წრიული ზღუდე (სძა 1990: 354).

სამონასტრო კომპლექსი მდებაროებს სოფლიდან დასავლეთით, ფრიალო კლდეზე. მონასტრის დასავლეთი მხარე დაცულია მაღალი გალავნით. ძეგლი შედგება კლდეში ნაკვეთი, სხვადასხვა ზომის ერთმანეთთან დაკავშირებული 8 გამოქვაბულისგან. ეკლესია ნაგებია აგურით. აფსიდა ნახევარწრიულია. კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამონასტრო კომპლექსი თარიღდება XVII-XVIII სს-ით (სძა 1990: 354).
 
ბიბლიოგრაფია: გვასალია 1983: 120, 143; მაკალათია 1961; ორბელიანი 1981: 66; სძა 1990: 354; ქც 4: 345,2-5; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 279.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9