აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ალა ალე ალი ალო

ალეწი

ციხე (ქც 4: 347,5).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 347,5).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, მდ. გუჯარეთისწყლის ხეობაში, სოფ. წინუბნიდან ჩრდილოეთით, 8 კმ-ის დაშორებით.

ვახუშტი ბაგრატიონი ალეწის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „სარბიელას-ხევის თავს, მაღალს მთის წუერზედ, არს ციხე ალეწისა, მაგარი და მჭურეტი ქართლ-იმერეთისა“ (ქც 4: 347,5).

ალეწის ციხე შედიოდა – ისტორიული თორის შემადგენლობაში. XV ს-ის მეორე ნახევრიდან თორის ნაწილს, კერძოდ, გუჯარეთის ხეობას ციციშვილები ფლობდნენ (მაკალათია 1957: 16; ხუჯაძე 1969: 114).

ალეწის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ციხე დგას მდინარეების ძამისა და გუჯარეთის წყალგამყოფ ქედზე. იცავდა შიდა ქართლში, მდ. ძამას ხეობაში გადასასვლელ გზას. ციხე ძლიერ დაზიანებულია. გალავანს აღმოსავლეთითა და დასავლეთით ცილინდრული კოშკები ჰქონდა. ციხე ნაგებია ფლეთილი ქვით კირხსნარზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (ბერძენიშვილი, გიორგაძე ... 1987: 28).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი, გიორგაძე ... 1987: 28; მაკალათია 1957ა: 16; ქც 4: 347,5; ხუჯაძე 1969: 114.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9