გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გოდ გოკ გომ გონ გორ გოს გოჯ

გომიჯუარი


(ქც 4: 341,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 341,3), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30), XVII-XVIII სს-ის ქართლ-კახეთის ისტორიული ქრონიკები (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 63).

ვახუშტი ბაგრატიონი გომიჯვრის შესახებ გადმოგვცემს: „წინარეხის აღმოსავლით და გომიჯურის ზეით არს მონასტერი ლავრა“ (ქც 4: 341,3).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. გომისჯვრის ტერიტორიაზე.

XVII ს-ის ბოლოს გომისჯვარში იდგა მეფე ვახტანგ V-ის (1658-1675) ვაჟის, ლევან ბატონიშვილის სასახლე (ცქიტიშვილი 1990: 63).

გომისჯვარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით აღმოჩნდა შუა საუკუნეების ნასოფლარი. შემორჩენილია რამდენიმე ნასახლარი, სადაც გამოვლინდა მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კასპის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე. ნასოფლარის აღმოსავლეთით ჩანს ბრტყელი ქვებით ნაგები რამდენიმე ქვის სამარხი (სძა 1990: 149). ნასოფლარის ტერიტიორიაზე დგას კოშკი, ძლიერ დაზიანებული სასახლე, იოანე მახარებლისა და წმიდა გიორგის ეკლესიები.

იოანე მახარებლის ეკლესია (წითელი ეკლესია) დარბაზული ტიპისაა (9,1X5,7მ). ნაგებია ფლეთილი ქვითა და აგურით. ძლიერ დაზიანებულია. სწორკუთხოვან საკურთხეველში ერთი სარკმელია. ეკლესიას ჰქონდა 1684 წ. წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე ვახტანგ V-ის ვაჟი ლევანი. წარწერა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (ბერიძე 1943: 57).

წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზული ტიპისაა (8,7X5,5 მ). ნაგებია ფლეთილი ქვიშაქვით, შირიმის ქვითა და აგურით. დაზიანებულია. ნახევარწრიულ აფსიდაში ერთი შეისრულთაღიანი სარკმელია. ეკლესია თარიღდება XVI-XVII სს-ით. კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (7,15X7,15 მ, სიმაღლე 16,6 მ, კედლის სისქე 1,5 მ). ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით. დაზიანებულია (ბერიძე 1943: 56; 1983: 171).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 3; ბერიძე 1943: 57; 1983: 1171; სძა 1990: 149; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 63; ქც 4: 341,3; ცქიტიშვილი 1990: 62-66.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9