გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გოდ გოკ გომ გონ გორ გოს გოჯ

გორდა 

სოფელი (ქც 4: 748,13,15,23-25, სქ. 2, 762, 3,4, სქ. 1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:748,13,15,23-25, სქ. 2; 762,3,4, სქ. 1), ქართული ისტორიული საბუთები (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 272, 357; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 770, 775, 776, 778, 781, 783, 806), არქანჯელო ლამბერტის რუკა (ლამბერტი 1938), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 149, 323).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ისულეთიდამ ხაზი ცხენისწყლის კიდისა, ვიდრე გორდამდე, არს დასავლის მხარე ოდიშისა, და აღმოსავლეთის კერძო-იმერეთისა, ხოლო გორდიდამ ვიდრე კავკასამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, რომელსა უწოდებენ თაკუერად“ (ქც 4: 748,13-16). „გორდა არს სოფელი ლეჩხუმისა, ლეჩხუმის ბოლოს“ (ქც 4: 748,სქ.2).

მდებარეობს ხონის მუნიც-ში, ახლანდელ სოფ. გორდას ტერიტორიაზე.

XVIII ს-ის პირველ ნახევარში გორდა ლეჩხუმის შემადგენლობაშია. XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან ოდიშის მთავართა საზაფხულო რეზიდენციაა.

გორდა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

„მეგრული ციხე გორდი“, „გორდი, პატარა ციხე ცხენისწყალზე“, – ასე იხსენიებდა მას იოჰან გიულდენშტედტი (გიულდენშტედტი 1962:149, 323). ქვედა გორდში არის ციხე „სალაური,“ ციხე „მეფის ნაბარგი“. „დადიანის ციხე“. ისინი თარიღდებიან შუა საუკუნეებით (ბარნაველი 1959: 128). მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
 
ბიბლიოგრაფია: ბარნაველი 1959: 127, 128; ბოროზდინი 1934: 17, 22, 25, 49; გიულდენშტედტი 1962: 149, 323; ლამბერტი 1938; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 272, 357; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 770, 775, 776, 778, 781, 783, 806. ქც 4: 748,13,15,23-25, სქ. 2; 762,3,4, სქ. 1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9