ქალაქი (ქც 4: 177,23), ციხე (ქც 4: 442,3).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 177,23; 239,20; 346,10,12; 350,16; 352,21; 364,19,21; 366,22; 367,1,2; 368,1,4,14,23; 369,1,2,9; 371,11; 372,4,5; 378,14; 385,29; 392,16,19; 396,1; 404,29; 411,20,29; 414,22; 415,24; 417,14,19; 418,3,4; 438,20; 441,9; 442,3; 453,5; 455,3; 466,8; 469,1,11; 473,24; 476,2; 488,3; 491,14,23; 498,25; 501,7; 504,3; 507,11; 511,10; 512,3; 514,6; 515,18; 521,3,5,10,12; 624,12; 627,29; 631,20; 809,19; 854,7; 870,29; 871,5; 872,11; 124,5; 239,18; 239,21; 288,23; 300,12; 425,21; 587,18; 721,17; 723,23), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 233,3), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 51,2), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი, მეორე და მესამე ტექსტი (ქც 2: 375,6; 378,28; 387,5,9; 365,1; 373,15; 376,7; 378,24; 379,3,11,12; 394,29; 417,23; 422,26,27; 445,8,13; 487,2,11; 508,17; 511,28,30; 531,1; 527,32; 510,18; 421,16; 522,23,29; 523,28; 524,19; 532,11; 535,15,17,22,30,31; 537,7), „ჟამთააღმწერელი“ (ქც 2: 296,14,16,18; 306,9; 318,13), XIII-XVIII სს-ის ისტორიული დოკუმენტები (ქრონიკები 1897: 178; 1967: 322; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 15; 1953: 30; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 43; 1955: 18, 19; ისტ. დოკ. 1959: 20; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 58-62; კაკაბაძე 1967: 50, 147; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 157; დოკ. თბ. ისტ. 1962: 15, 291; ჯულაბაშვილების დავთარი 1963: 216; ქართულ-სპარსული ... 1955: 38, 368), XVI-XVII სს-ის კათოლიკე მისიონერების ცნობები (რომის კათოლიკური ... 1994: 392, 415, 428, 429, 436, 439, 446, 449, 451, 459, 461, 467, 480, 486, 490, 496, 500, 505, 509, 510, 517, 521, 523, 530, 537, 555), „მესხური მატიანე“ (მესხური მატიანე 1961: 50, 55), „ძეგლი ერისთავთა“ (ძე 1954: 350), „მცირე ქრონიკები“ (მცირე ქრონიკები 1968: 37, 45, 62), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 508), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 133), XVIII ს-ის „სამოქალაქოს სჯულვილება“ (სამოქალაქოს სჯულვილება 1967: 96), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 54), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 40), იოანე ბაგრატიონის „კალმასობა“ (ბაგრატიონი 1936: 40), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 79, 108, 109), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 47, 52, 54, 61, 79), 1810 წ. წერილი ზურაბ წერეთლისა (საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 88, 98), ჯოსაფატ ბარბაროს „მოგზაურობა“ (ბარბარო 1981: 60), ჯოვანი მარია ანჯოლელოს ჩანაწერები (ანჯოლელო 1981: 78), იოსაფა ბარბაროს „ჩანაწერები“ (ბარბარო 1894: 48), ამბროზო კონტარინის „ჩანაწერები“ (კონტარინი 1894: 53), ლაონიკე ხალკოკონდილეს „ცნობები იბერიის ისტორიიდან“ (ხალკოკონდილე 1970: 91), ჰასან რუმლუს „ცნობები საქართველოს შესახებ“ (ჰასან რუმლუ 1966: 21, 33, 34, 36), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 245, 273, 274, 275, 278, 279, 280, 288, 289, 294, 295, 296, 299, 323), დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელის „წერილები საქართველოზე“ (მილანელი 1964: 101), დონ პიეტრო ავიტაბილეს „ცნობები საქართველოზე“ (ავიტაბილე 1977: 56, 59), ქათიბ ჩელების „ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ (ჩელები 1978: 140), არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ (სუხანოვი 1965: 68), ჰაჯი მეჰდი ყული ყაჯარის „უკეთესთაგან უკეთესი“ (ისტორია) (ჰაჯი მეჰდი ყული ყაჯარი 1942: 92), ისქანდერ მუნშის „ცნობები საქართველოს შესახებ“ (მუნში 1969: 20, 22, 24, 30, 34, 89, 90, 91), დონ კრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 215), ისტორიული დოკუმენტი (დოკუმენტები ... 1968: 232), ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 194), იოჰან გიულდენშტედტის კარტოგრაფიული მასალები (გამრეკელი 1964: 33; პოლიევქტოვი 1935: 122-126), ალექსანდრე დიუმას „კავკასია“ (დიუმა 1964: 378, 395).
ვახუშტი ბაგრატიონი გორის შესახებ გადმოგვცემს: უფლისციხის „დასავლით არის ქალაქი გორი. ამან სახელი მოიგო გორისგან, რომელი აღმოსულ არს მუნ დიდი ლიახვის მდინარის კიდესა ზედა. და მოსდგამს ამ გორას აღმოსავლით კუერნაქი, ჩდილოთ მთა რუისისა, ლიახვის დასავლეთად, რომელი იწოდების კუერნაქადვე, სამხრით მთა ბუნეთისა და გორიჯურისა. და ამ მთის ძირს, გორსა და მთას შუა, დის მდინარე მტკუარი. ხოლო ქალაქს გორს ჩაუდის დასავლით მდინარე ლიახვი, და მიერთვის ლიახვი მტკუარსა ჩდილოდამ“ (ქც 4: 366,22-27; 367,1-3).
მდებარეობს მდინარეების – დიდი ლიახვისა და მტკვრის შესართავთან, დღევანდელი ქ. გორის ადგილზე.
ქ. გორი ძველთაგანვე აღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი იყო. ის პირველად VII ს-ში ერისთავ სტეფანოზის შვილის არჩილის თავგადასავალში მოიხსენიება (ქც 1: 233,3). ქ. გორის სახელი წარმოიშვა აქვე ცენტრში მდებარე კლდოვანი გორისაგან, სადაც ძველად აუგიათ ციხესიმაგრე (ნარიმანიშვილი 1979: 25). XII ს-ის ისტორიკოსი მათეოს ურჰაელი ქ. გორის აშენებას დავით აღმაშენებელს მიაწერს (ურჰაელი 1966: 86-98; მელიქსეთ-ბეგი 1941: 126, 127). დავით აღმაშენებელმა გორი გააძლიერა და აქცია სამეფო დომენის ქალაქად, რომელსაც განაგებდა მეფისაგან დანიშნული მოურავი. ქ. გორი და მისი ციხე უცხოელმა დამპყრობლებმა რამდენჯერმე დაარბიეს. გიორგი V ბრწყინვალემ (1314-1346) და შემდეგში კონსტანტინტინე II-მ (1479-1505) გაამაგრეს გორის ციხე. 1509 წ. იმერეთის მეფემ ალექსანდე II-ე (1484-1510) გორი შეიერთა. 1614 წ. ქალაქი აიღო შაჰ აბას I-მა. XVI ს-ში ჩამოყალიბდა „ზემო ქართლის“ სადროშო, რომლის ცენტრსაც ქ. გორი წარმოადგენდა. სადროშოს ამილახვრები მეთაურობდნენ (გვრიტიშილი 1954: 76, 77). 1628 წ. გორში მისია გახსნეს კათოლიკე თეათინელმა მისიონერებმა (თამარაშვილი 1902: 101, 515). ვახტანგ VI-ის (1716-1724) დროს გაიზარდა გორის სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია. წარმოშობით გორიდან იყო XVII ს-ის ცნობილი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე (კიკნაძე 1975: 10). 1774 წ. ერეკლე II-მ (1744-1798) გორის ციხე შეაკეთა. XVIII ს-ში ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა, გაჩნდა ახალი უბნები. 1770 წ. აღწერით გორში 500 კომლი ცხოვრობდა, ხოლო 1873 წ. აღწერით – 6000. ამ დროისათვის აქ 36-მდე ქუჩაა (გვრიტიშვილი 1954: 30).
გორი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე კუერნაქის ქედის დაბოლოებაზე, მდ. ტანას მტკვართან შესართავის მოპირდაპირე მხარეზე, ადგილ „ღამბარეულთან“ გამოვლინდა ძვ. წ. III ათასწლეულის ნამოსახლარი. ცუდად შენახულ ფენაში იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი კერამიკის ნატეხები აღმოჩნდა. მასალა ინახება ს. მაკალათიას სახ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (საქ. არქ. 1992: 79).
1946 წ. გორის ციხის ჩრდილოეთ ფერდობზე მიწის ჩამოზვავების შედეგად, შემთხვევით აღმოჩნდა ელინისტურ-გვიანანტიკური ხანის ფენები, სადაც აღმოჩნდა: ალიზის კედელი, ბრტყელი და ღარიანი კრამიტის ფრაგმენტები, ქვევრების ნატეხები, მოწითალო და ლეგა ფერის ქოთნების ნატეხები (გვრიტიშვილი 1954: 7, 8). ამ შემთხვევით აღმოჩენილი მასალის მიხედვით უნდა ვიგულისხმოთ, რომ გორის ციხის კლდოვანი ბორცვი (ჯერჯერობით შეუსწავლელი ქვედა ფენები) ანტიკურ ხანაში უკვე დასახლებული იყო.
გვიან ანტიკური ხანის სამარხების ნაშთები გამოვლინდა გორის ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქის საბჭოს შენობასთან. აქ მოწითალოდ გამომწვარი კერამიკის, მძივებისა და სამაჯურების ნაშთები აღმოჩნდა. მასალა ინახება ს. მაკალათიას სახ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში (მაკალათია 1947: 104).
გორის ციხე მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მდინარეების – დიდი ლიახვისა და მეჯუდას შესაყართან, კლდოვან მოგრძო ბორცვზე. ციხეზე დასტურდება სამშენებლო ფენები, ანტიკური ხანიდან მოყოლებული გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით. ციხის ჩრდილოეთ ნაწილში ალიზის კედლების ნაშთები აღმოჩნდა. ციხის მშენებლობაში გამოყენებულია თლილი, ფლეთილი ქვა, რიყის ქვა, აგური, კრამიტი და კირხსნარი. გამოყენებულია აგრეთვე ხის მასალა. ყველაზე უკეთ შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების აღმშენებლობის კვალი. ბორცვის პლატო მთლიანად ათვისებულია და შედგება ოვალური ციტადელისაგან – 180X40მ; კედლების სიმაღლე გარედან დაახლოებით 10 მ-მდეა, ხოლო სისქე საშუალოდ 2 მ. ციხის კედლებში ჩაშენებულია კოშკები. ციხეში არის წყლით მომარაგების გვირაბი. მდ. ლიახვის მხარეს ციხის ფერდობზე განლაგებულია „ცხრაკარად“ წოდებული მონაკვეთი, რომელიც შედარებით უკეთაა შემორჩენილი. ის შედგება ფერდობზე დაშვებული ორი პარალელური კედლისაგან (მათ შორის დაცილება 15 მ-მდეა). ამ კედლებს შორის ფართობი შვიდ არათანაბარ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთის კედელი გამაგრებულია კონტრფორსებით. კედლებში ჩატანებულია კოშკები, რომლებიც ქონგურებით ბოლოვდება. კოშკები სამსართულიანია. ციხის სამხრეთ-დასავლეთ კედელთან არის XI-XII სს-ის დარბაზული ტიპის (12X7 მ) ეკლესიის ნაშთები. ნაგებია თლილი ქვით, აფსიდა ნახევარწრიულია. ეკლესია გადახურული ყოფილა კამარულად (აზომეს რ. გვერდწითელმა და ა. გოგელიამ) (ზაქარაია 1973: 29-35; ბერიძე 1983: 70-74; გაბუნია 1987: 9-14).
გორში რუსთაველის ქ. №41-ში ე. წ. ერეკლეს აბანო მდებარეობს. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. გეგმარება სწორკუთხაა – 22X12,2 მ. ნაგებია ფლეთილი ქვითა და აგურით; აქვს ისრისებური თაღები. აბანო ნახევარსფერულადაა გადახურული და აქვს ორი დარბაზი. შიგნიდან შელესილია (აზომა ა. გოგელიამ; ანაზომები ინახება ძეგლთა დაცვის სამმართველოს სარეგისტაციო სახელოსნოში).
გორიდან სამხრეთ-დასავლეთით, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, გორაზე შემორჩენილია XVIII ს-ის გალავნისა და გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობების ნაშთები. შენობები აგებულია ფლეთილი ქვით და დუღაბით. გალავანში შეიმჩნევა სათოფურები (სძა 1990: 38).
1935 წ. გორში ძველი სემინარიის ქუჩასა და სასაფლაოს შუა, მიწის სამუშაოების დროს, შემთხვევით აღმოჩნდა ქოთნით დაფლული დაახლოებით ათი ათასი ცალი ვერცხლის მონეტა. მათში ძირითადად წარმოდგენილია – კოსტანტინე II-ის (1478-1505), ვახტანგ IV-ის (1442-1446), გიორგი VIII-ის (1446-1466), ბაგრატ VI-ის (1466-1478) მიერ მოჭრილი ფული. განძში მეზობელი ქვეყების მონეტებიცაა. ისინი ძირითადად XV ს-ით თარიღდება (კაპანაძე 1940: 279-305; 1955: 109-11; დონდუა 1964: 88).
- ბიბლიოგრაფია: ავიტაბილე 1977: 56, 59; აკოფაშვილი 1965: 137; ბარნაველი 1959: 190, 191; ბაგრატიონი 1983: 47, 52, 54, 61, 79; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 79, 108, 109; ბაგრატიონი 1936: 40; ბარბარო 1894: 48; ბერძენიშვილი 1966: 19, 21, 40; ბერძნიშვილი 1960: 12; ბერიძე 1983: 70-74; ბურნაშოვი 1896: 83; გაბუნია 1987: 9-14; გამბა 1987: 194; გამრეკელი 1964: 33; გვრიტიშვილი 1954; დადიანი 1962: 133; დოკუმენტები ... 1968: 232; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 15; 1953: 30; დოკ. თბ. ისტ. 1962: 15; დიუმა 1964: 378, 395; დუნდუა 1964: 88; ზაქარაია 1973: 29-35; თამარაშვილი 1902; თუმანოვი 1818; თურქეთ-სპარსეთის ... 1987; ისტ. დოკ. 1959: 20; კაკაბაძე 1967: 50, 147; კასტელი 1976: 215; კაპანაძე 1940: 279-205; 1955: 109-111; კიკნაძე 1975: 10; კლაპროთი 1815: 325; კონტარინი 1894: 53; მაკალათია 1947: 101-113; მამისთვალიშვილი 1994; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 58-62; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1953: 43; 1955: 18, 19; მელიქსეთ-ბეგი 1941: 126, 127; მესხია 1959: 44-46, 199-202, 400-402; მესხური მატიანე 1961: 50, 55; მუნში 1969: 20, 22, 24, 30, 34, 89, 90, 91; მცირე ქრონიკები 1968: 37, 45, 62; ნარიმანიშვილი 1979: 25, 26; ორბელიანი 1981: 54; პოლიევქტოვი 1935: 90-94; რომის კათოლიკური ... 1994: 392, 415, 428, 429, 436, 439, 446, 449, 451, 459, 461, 467, 480, 486, 490, 496, 500, 505, 509, 510, 517, 521, 523, 530, 537, 555; მილანელი 1964: 101; საქ. არქ. 1992: 79; საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 88, 98; სამოქალაქოს სჯულვილება 1967: 96; სძა 1990: 31-43; სუხანოვი 1965: 68; ურჰაელი 1966: 96-98; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 157; ქართულ-სპარსული ... 1955: 38, 368; ქც 1: 233,3; ქც 2: 51,2; 296,14,16,18; 306,9; 318,13; 375,6; 378,28; 387,5,9; 365,1; 373,15; 376,7; 378,24; 379,3,11,12; 394,29; 417,23; 422,26,27; 445,8,13; 487,2,11; 508,17; 511,28,30; 531,1; 527,32; 510,18; 421,16; 522,23,29; 523,28; 524,19; 532,11; 535,15,17,22,30,31; 537,7; ქც 4: 117,23; 239,20; 346,10,12; 350,16; 352,21; 364,19,21; 366,22; 367,1,2; 368,1,4,14,23; 369,1,2,9; 371,11; 372,4,5; 378,14; 385,29; 392,16,19; 396,1; 404,29; 411,20,29; 414,22; 415,24; 417,14,19; 418,3,4; 438,20; 441,9; 442,3; 453,5; 455,3; 466,8; 469,1,11; 473,24; 476,2; 488,3; 491,14,23; 498,25; 501,7; 504,3; 507,11; 511,10; 512,3; 514,6; 515,18; 521,3,5,10,12; 624,12; 627,29; 631,20; 809,19; 854,7; 870,29; 871,5; 872,11; 124,5; 239,18; 239,21; 288,23; 300,12; 425,21; 587,18; 721,17; 723,23; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 508; ქრონიკები 1967: 322; ჩელები 1978: 140; შარდენი 1975: 245, 273, 274, 275, 278, 279, 289, 288, 289, 294, 295, 296, 299, 323; სიგელები 1891: 466, 447; ცხოვრება ... 1980: 40; ძე 1954: 305-374; ხალკოკონდილე 1970: 91; ხახუტაიშვილი 1966: 91, 102-124; ჯულაბაშვილების დავთარი 1963: 216; ჰასან რუმლუ 1966: 21, 33, 34, 36; ჰაჯი მეჰდი ყული ყაჯარი 1942: 92.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.