ქალაქი (ქც 4: 377,3).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 350,17; 337,3,6; 449,12; 472,21; 474,25,26; 478,7; 506,26; 857,9), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 442,30; 493,8), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 207; რუისის სამწყ. დავთ. 1907: 177; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 181, 325; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 18; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 405; 1981: 103; 1985: 15, 45, 47, 456, 479, 517, 521, 536, 625; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 112; ისტ. დოკ. ... 1958: 20; ქართულ-სპარსული ... 1955: 142; 1984: 12, 15, 45, 47; 1985: 456, 479, 517, 521, 536, 625, 742), დასტურლამალი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 545, 660, 693, 705, 706, 714, 721), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 50, 51), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 8), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 278, 295, 296), დონ კრისტოფორო დე კასტელის „აღმოსავლეთ იბერიის სამეფოსა და მისი აწინდელი ომების შესახებ“ (კასტელი 1976: 187).
მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. ალის მახლობლად, მდ. ჭერათხევის (ალისწყლის) მარჯვენა ნაპირზე.
ალი მდებარეობდა ქართლისა და იმერეთის დამაკავშირებელ გზაზე. დასავლეთ საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების შედეგად ის ქალაქად იქცა XII ს-ში (მესხია 1959: 44; ბერძენიშვილი 1964: 16, 20). XIV ს-ის მიწურულს ალში იყო საბაჟო (ქრონიკები 1897: 210). XV ს-ის დასაწყისში მეფე ალექსანდრე I-მა (1412-1442) ამირაჯიბები დასაჯა და მათ ალი ჩამოართვა, მაგრამ მალევე შეიწყალა ისინი და ალი უკან დაუბრუნა (ქრონიკები 1897: 209). 1526 წ. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) ქართლის მეფე ლუარსაბ I-თან (1527-1556) შეთანხმებით მიიღო ქართლის დასავლეთი ნაწილი, მათ შორის, ალი (სინ. 1973: 102). XVIII ს-ში ალი ზემო ქართლის ერთ-ერთი ქალაქი იყო (ბერძენიშვილი 1966: 86).
ალი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ალის მიდამოებიდან ცნობილია რამდენიმე შემთხვევითი მონაპოვარი. 1913 წ. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ე. წ. „აღმოსავლურ-ქართული“, ხოლო 1914 წ. გეომეტრიული ორნამენტით გრავირებული 2 კოლხური ცული. ნივთები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
1925 წ. ალში აღმოჩნდა მონეტების განძი, რომელშიც შედის 471 ვერცხლის მონეტა: ოქროს ურდოს ჯუჩიდები (1310-1348) 204 ც; ჯალიარიდი (1355-1389) 7 ც; იოანე II ტრაპიზონელის (1280-1297) ასპერის ქართული მინაბაძი (კირმანეული) 1 ც; აჰმად ჯალიარისა და საქართველოს მეფის, გიორგი VII-ის (1393-1407) სახელით მოჭრილი მონეტა 249 ც; გაურკვეველი ქართული მონეტა 10 ც. განძი XIII ს-ის ბოლო – XIV ს-ით თარიღდება. ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (პახომოვი 1926: 45, 46; კაპანაძე 1941: 133; დუნდუა 1964: 26). 1971 წ. ალში, გომი-საჩხერის გზატკეცილთან, მიწის სამუშაოების დროს აღმოჩნდა მეორე განძი, რომელშიც შედის 59 შირვანული მონეტა. მათ შორის: 6 ანონიმური შირვანული მონეტა მოჭრილია ხილულა I-ის (1417-1462) დროს; 53 ფარუხ იესარის (1462-1500) დაკნინებული თარგია. განძი თარიღდება XV-XVI სს-ით. განძიდან 55 მონეტა დაცულია ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ხოლო 4 საჩხერის მუნიც-ის სოფ. ქორეთის საშუალო სკოლაში (ჯალაღანია, დუნდუა 1973: 61; ჯალაღანია, დუნდუა 1974: 56).
არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად სოფლის ჩრდილოეთით, მდ. ჭერათხევის ზედა წელზე აღმოჩნდა XVI-XVII სს-ის ნაქალაქარი (სძა 1990: 423).
სოფ. ალის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა: დედაღვთისას ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით 800 მ-ის დაშორებით, მთის ფერდობზე. ეკლესია დარბაზულია (9X6,2მ). ნაგებია რიყის ქვითა და ქვათლილით. ძლიერ დაზიანებულია. ნახევარწრიული აფსიდა დარბაზის სიგანისაა და მისგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი თაღით (სძა 1990: 422).
კვირაცხოვლის ეკლესია დგას სოფლის ცენტრში. ეკლესია გუმბათიანია (14,35X10,42მ). აგებულია 1810-1820 წწ. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. სამხრეთ-დასავლეთით მიშენებული აქვს ეგვტერი და სამრეკლო (სძა 1990: 423).
უსანეთის ეკლესია მდებარეობს ნაქალაქარ ალის ჩრდილოეთით, ფერდობზე. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (15,2X10,6მ). ნაგებია ფლეთილი და თლილი ქვით. ნახევარწრიულ აფსიდას, სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თითო სარკმელი აქვს. ეკლესიაზე აღმოსავლეთიდან მიშენებულია ორსართულიანი სამრეკლო. ეკლესია და სამრეკლო თარიღდება XVI-XVII სს-ით.
ღვთისმშობლის ეკლესია დგას ნაქალაქარ ალის დასავლეთ ნაწილში. ეკლესია გუმბათიანია (14,5X10,9მ). ნაგებია ფლეთილი ქვითა და აგურით. ნახევარწრიულ აფსიდას, სწორკუთხა სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თითო სარკმელი აქვს. თარიღდება XVI-XVII სს-ით (სძა 1990: 423, 424).
„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ალის გარდა წერილობით წყაროებში იხსენიება კიდევ ერთი, ამავე სახელწოდების დასახლებული პუნქტი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ საქართველოში მდ. ფოცხოვის ხეობაში (ჯიქია 1958: 458).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატონი 1983: 50, 51; ბაგრატიონი 1986: 44; ბაგრატიონი 1941: 8; ბერძენიშვილი 1964: 16, 20, 86; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 181, 325; დუნდუა 1964: 26; რუისის სამწყ. დავთ. 1907: 177; ისტ. დოკ. ... 1958: 20; კაპანაძე 1941: 113; კასტელი 1976: 187; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 18; მესხია 1959: 44; პახომოვი 1926: 45, 46; სინ 1973: 102; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 112; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 405; 1970: 545, 660, 693, 705, 706, 714, 721; 1981: 103; 1985: 15, 45, 47, 456, 479, 517, 521, 536, 625; ქართულ-სპარსული ... 1955: 142; 1984: 12, 15, 45, 47; 1985: 456, 479, 517, 521, 536, 625, 742; ქც 2: 442,30; 493,8; ქც 4: 350,17; 337,3,6; 449,12; 472,21; 474,25,26; 478,7; 506,26; 857,9; ქრონიკები 1897: 207-211; შარდენი 1975: 278, 295, 296; ჯალაღანია, დუნდუა 1973: 53, 1974: 56-68; ჯიქია 1958: 458.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.