გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გოდ გოკ გომ გონ გორ გოს გოჯ

გორიჯვარი


(ქც 4: 344,4,9; 417,14; ქც 2: 378,23,24, 27; 493,2; 535,14,15). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 344,14), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ ქც 2: 378,23,24,27; 493,2; 535,14,15), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 220; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 79, 156; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 522, 523; 1981: 637, 638; 1985: 28, 29, 50, 51).

მდებარეობს მტკვრის ნაპირზე, გორიდან 3 კმ-ზე, მაღალ მთაზე. გორიჯვრის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „წედისის ჩდილოთ და გორის პირისპირ არს ეკლესია წმიდისა გიორგისა, მაღალს გორასა ზედა ნაშენი, სასწაულმოქმედი. თავი წმიდის გიორგისა მდებარეობს ჯუარსა შინა, უწოდებენ გორიჯუარს“ (ქც 4: 344,14,15).

მთაზე შემორჩენილია XVII ს-ის გალავანი, წმინდა გიორგის ეკლესია, სამლოცველო და ღვთისმშობლის ეკლესია (მაკალათია 1971: 105-108; ჯავახიშვილი 1979: 94; მამისთვალიშვილი 1994: 164-172; აბრამიშვილი 1994).

გორიჯვარი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1994; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 220; მაკალათია 1971: 105-108; მამისთვალიშვილი 1994: 164-172; ნარიმანიშვილი 1974: 35-37; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 522, 523; 1981: 637, 638; 1985: 28, 29, 50, 51; ქც 4: 344,4,9; 417,14; ჯავახიშვილი 1979: 94.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9