ციხე (ქც 4 151,22).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 151,22), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 312,13), გიორგი კედრენეს „ისტორიული მიმოხილვა“ (კედრენე 1963: 65).
გრიგოლ-წმიდანი ლოკალიზებული არაა. შესაძლოა ის სომხეთში, ანისის მახლობლად მდებარე წმიდა გრიგოლის ციხე იყოს (გეორგიკა 1963: 65).
წყაროებში პირველად იხსენიება IX ს-ში. 1068 წ. ბაგრატ IV-ის (1027-1072) მიერ ქვემო ქართლის სომხურ სამეფოში აღებულ ციხეთა შორის გრიგოლ-წმიდანიც მოიხსენიება (ქც 1: 312,13; ქც 4: 151,22). XI ს-ის 60-იან წლებში გრიგოლ-წმიდანი თბილისის საამიროში შედიოდა (ბერძენიშვილი 1990: 309).
- ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1979:73; ბერძენიშვილი 1964:308; 1990:309; კედრენე 1963:65; მესხია 1982:244; ქც 1:312,13; ქც 4:151,22.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.