გა გე გვ გი გლ გო გრ გუ
გუდ გუმ გურ გუფ გუჯ

გურჯაანი 

სოფელი (ქც 4: 544, სქ. 2).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:544, სქ. 2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), მეფე ალექსანდრეს (1476-1511) გუჯარი (აქტები ... 1867: 2), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 370, 410; 1970: 956, 1063; 1974: 511; 1977: 246, 335, 732; 1981: 476; 1985: 150; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 207, 402; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 68; 1955: 275, 338), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 29, 273).

ვახუშტი ბაგრატიონი სოფ. გურჯაანის შესახებ გადმოგვცემს: „ამ ვეჯინის ჩდილოთ არს ჭანდრის უბნის-ხევი ... ამის ჩდილოთ არს ხევი მცირე კართ-უბნისა“ (კახთ-უბნისა) ანუ გურჯაანისა ... კუალად ამ სოფლის გურჯაანის ჩდილოთ მთის კალთას არს ახტალა (ქც 4: 544, სქ. 2).

მდებარეობს კახეთში. ამჟამად წარმოადგენს რაიონულ ცენტრს.

ალექსანდრე I-მა გაათავისუფლა გადასახადისაგან კახთ-უბანი-გურჯაანი (აქტები ... 1867: 2). სოფ. გურჯაანი ვაჩნაძეებისა და ანდრონიკაშვილების სოფელია (ბაგრატიონი 1986: 68). XVIII ს-ის 70-იან წლებში გაპარტახებულია (გიულდენშტედტი 1962: 29, 273).

გურჯაანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) დაცულია გურჯაანის ტერიტორიაზე შემთხვევით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, სხვადასხვა სამკაული (არქ. მას. კატ. 1955: 78-89).

1949 წ. გურჯაანში აღმოჩნდა ოქროს 7 ცალი ბიზანტიური მონეტა ალექსი I-ისა (1081-1118) და იოანე II-ის (1118-1143) სახელით მოჭრილი (აბრამიშვილი 1954: 215-223).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1954: 215-223; არქ. მას. კატ. 1955: 89; აქტები ... 1867: 2, 195, 196, 291, 385, 473, 673; ბაგრატიონი 1986: 68; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 68; 1955: 275, 338; გიულდენშტედტი 1962: 29, 261, 273; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 207, 402; 1953: 429; ისტ. საბ. 1913: 30, 31; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 370, 410; 1970: 956, 1063; 1974: 511, 521; 1977: 246, 375, 732; 1981: 474, 476, 486; 1985: 668, 683; ქც 4: 544, სქ. 2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9