და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დად დავ დამ დან დარ

დადეში

ეკლესია (ქც 4: 674,18, სქ. 4, 5).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 674,18, სქ. 4,5), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1953: 422), ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი (ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 132, 148, 187). იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 217).

ვახუშტი ბაგრატიონი დადეშის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო არტანისა და კოლას საზღუარს ზეით, მტკურის კიდის დასავლით, არს მცირე ქალაქი კოლა ... ამ კოლას ზეით, მტკურის კიდეზედ, დადეშს, არს ეკლესია ... აწ უხმობენ დორთქილისას“ (ქც 4: 674,15-19).

ლოკალიზდება სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ კოლას პროვინციაში. მოსაზრება, რომ დადეში იგივე დორთქილისაა (ქც 4: 674,18; ბაქრაძე 1875: 59), არასწორად ითვლება (თაყაიშვილი 1938: 10). დადეში დადაშის სახელითაცაა ცნობილი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1953:422). ამჟამად მოქცეულია თურქეთის საზღვრებში.

ჯვრის ტიპის გუმბათიანი ეკლესია მდებარეობს სოფ. დადეშის შემაღლებულ ადგილას. ნაგებია მოწითალო თლილი ქვით. ეკლესიას შემოუყვება გალავანი, რომელსაც შესასვლელი დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით აქვს. შესასვლელთან იდგა ოთხკუთხა კოშკები. ეკლესია IX-X სს-ით თარიღდება. ის ეპისკოპოს დადეშელის საკათედრო ეკლესიას წარმოადგენდა.

დადეში არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 59; გიულდენშტედტი 1962: 217; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1953: 422; თაყაიშვილი 1938: 10; ქართ. დოკ. 1967: 147; ქც 4: 674,18, სქ. 4,5; ჩილდირის ეიალეთის ... 1979: 132, 148, 187.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9