და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დად დავ დამ დან დარ

დადი

დაბა (ქც 4: 779,12).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 779,12).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „კუალად ამ ეგურის ჩდილოთ დის დადის-წყალი, წოდებული დადის დაბის გამო“ (ქც 4:779,11,12).

სავარაუდოდ, დადი ლოკალიზდება გალის მუნიც-ში, სოფ. ჩხორთოლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. წარჩესა და ოხოჯეს წყალგამყოფ ქედზე არსებული დასახლების ტერიტორიაზე, თანამედროვე სოფ. წარჩეს დასავლეთით (ხვისტანი 1985: 49-51).

მიჩნეულია დადიანების საერისთავო რეზიდენციად (ინგოროყვა 1963: 641).

დადი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მისი სავარაუდო ლოკალიზაციის ადგილზე ციხესიმაგრის ნანგრევებია. შემორჩენილია სამხრეთის კოშკი, ნაშენი რიყისა და ქვიშაქვის ქვებით. ციხესიმაგრის სამხრეთით გვიანი შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევებია (ვორონოვი 1978: 135).
 
ბიბლიოგრაფია: ვორონოვი 1978: 135; ინგოროყვა 1963: 607, 641; ქც 4: 779,12; ხვისტანი1985: 49-51.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9