(ქც 4: 528,15,19). დამპალა იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 528,15,19), ქართული ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 70).
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „იორის პირს ყოფილა სასახლე, დამპალას ... ხოლო დამპალას აღმოსავლით-ჩდილოთ არს, ჰერეთის მთის ძირს, მანავი“ (ქც 4: 528,15,19,20).
ლოკალიზდება საგარეჯოს მუნიც-ში. მდებარეობის ზუსტი განსაზღვრა არ ხერხდება.
- ბიბლიოგრაფია: მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 70; ქც 4: 528,15,19.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.