და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დად დავ დამ დან დარ

დანახვისი

ეკლესია (ქც 4: 343,1).

იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 343,1).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, სოფელ გარდატენიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 7 კმ-ზე, მთის წვერზე.

ვახუშტი ბაგრატიონი დანახვისის შესახებ გადმოგვცემს: „დანახვისი დგას მაღალსა მთასა ზედა, ეკლესია წმინდა გიორგისა, მჭურეტი ქართლისა“ (ქც 4: 343,1,2).

დანახვისი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთი კედლის ზედა ნაწილშია. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილი) სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად მიშენებულია ოვალური კონტფორსი (სძა 1990: 52).
 
ბიბლიოგრაფია: სძა 1990: 52; ქც 4: 343,1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9