და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დემ დეხ

დემოთის ციხე


(ქც 4: 662,6, სქ. 1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 47,12; 48,1; 49,20,2), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 658,1 ; 662,6, სქ. 1; 724,3), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 265,8), „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 51,9,14; 531,6), XV-XVI სს-ის „მესხური მატიანე“ (სამხ. საქ. ისტ. 1961: 45, 55), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 111).

მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, ქვაბისხევის ხეობაში, სოფ. ქვაბისხევის ჩრდილოეთით, 3 კმ-ის დაშორებით, ნასოფლარ დემოთის მახლობლად (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 150; ბერძენიშვილი 1964: 225).

ისტორიული ტრადიციის თანახმად ციხე აუგია სუმბატ ბივრიტიანს (ქც 1: 47,2; ქც 4: 658,1, 662,6, სქ. 1). I ს-ის 70-80-იანი წლების მიჯნაზე, სომხეთთან ზავის შემდეგ ქართლმა სხვა პუნქტებთან ერთად დაიბრუნა დემოთის ციხეც (ქც 1: 49,20). XVI ს-ის მეორე ნახევარში ის ეკუთვნოდა ათაბაგებს (სამხ. საქ. ისტ. 1961: 55). ტერიტორიას, სადაც შემორჩენილია დემოთის ციხის ნანგრევები, ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს „ზემოთა“-ს (ბერძენიშვილი 1964: 225).

დემოთის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ნასოფლარ დემოთის მახლობლად, ქვაბისხევის მარცხენა ნაპირზე დგას VIII-IX სს-ით დათარიღებული მარიამწმიდის სამნავიანი ბაზილიკა (8X7 მ). აფსიდა ოდნავ ნალისებურია. გვერდითი ნავების აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილია სამკვეთლო და სადიაკვნე. ეკლესიას შესასვლელი აქვს დასავლეთიდან. სამხრეთის ნავში შემონახულია XII-XIII სს-ის ფრესკები. ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია ორი საერო პირი. მანდილოსანს ახლავს წარწერა: „იაი“. ახალგაზრდა კაცთან იკითხება წარწერა: „შოთა“. გარდა ამისა, შემორჩენილია ბიბლიური სიუჟეტებისა და სასულიერო პირთა გამოსახულებების ფრაგმენტები (ჩუბინაშვილი 1948ა: 391-398; ბერძენიშვილი 1964: 225-227).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1964: 225-227; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 111; 1958: 150; სამხ. საქ. ისტ. 1961: 45, 55; ქც 1: 47,12, 48,1, 49,20,50, შენ. 2; ქც 2: 51,9,14; 531,6; ქც 4: 658,1; 662,6, სქ. 1; 724,3; ჩუბინაშვილი 1948ა: 391-398.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9