და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დად დავ დამ დან დარ

დარფაკა


(ქც 1: 201,5). იხსენიება ჯუანშერის თხზულებაში „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქც 1: 201,5).

ჯუანშერი დარფაკას შესახებ გადმოგვცემს: ვახტანგ გორგასლის მეფობისას, სპარსეთის შაჰის ჯარმა დაიბანაკა „იორსა ზედა. ხოლო სპანი ვახტანგისნი დადგეს ველსა ზედა, გარემოს ციხე-ქალაქსა (უჯარმას), სადა ჰქვან დარფაკა“ (ქც 1: 201,4,5).

ლოკალიზდება საგარეჯოს მუნიც-ში. უნდა მდებარეობდეს ციხე-ქალაქ უჯარმის მიდამოებში. ტოპონიმი დარფაკა დღეისათვის აღარაა შემორჩენილი. სავარაუდოა, რომ დარფაკა ერქვა ციხე-ქალაქ უჯარმის ახლო მდებარე ველს.
 
ბიბლიოგაფია: ქც 1: 201,5.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9