და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დოდ დოე

დოესი


(ქც 4: 441,14). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 342,13; 441,14), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 387,6), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 31), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 67), ლუარსაბ მეფის მარტვილობა (ბესარიონ კათოლიკოსი 1946: 409), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. სიძ. 1909: 113; 1920: 163; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 157; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 76; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 373; 1972: 128, 436, 532; 1974: 117; 1977: 65, 179, 197, 229, 612, 615; 1981: 173, 189, 260, 528; 1985: 174), გიორგი XII-ის 1800 წ. წყალობის წიგნი (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 208), 1800 წ. განჩინებები ციციშვილების გაყრის საქმეზე (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 179, 197, 229), დავით მემკვიდრის 1801 წ. არზა (ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 735), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 273).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „თეზმიდან დასავლით არს ხევი ხოვლესი ... თეზმიდან ატენის წყლამდე მინდორი დოესისა, რომელი ირწყვის თეზის რუთი“ (ქც 4: 342,13). მდებარეობს კასპის მუნიც-ში, დღევანდელი სოფ. დოესის ტერიტორიაზე.

1615 წ, ლუარსაბ II-მ (1592-1622) დოესი ციციშვილებს უბოძა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 77; გვასალია 1983: 126). 1638 წ. დოესის მინდორზე ერთმანეთს შეებრძოლნენ თეიმურაზ I-ისა (1605-1648) და როსტომ მეფის (1633-1658) მომხრეები (ქც 4: 441,14). წყაროებში დოესი იხსენიება „დოეზი“, „დოვეზი“, „დუესი“-ს ფორმებითაც (ბესარიონ კათოლიკოსი 1946: 409; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 76, 77; ცხოვრება ... 1980: 67).

1974 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კავთისხევის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ზ. შატბერაშვილი) შეისწავლა დოესის ყორღანი.

ყორღანი (დმ 20 მ, ყრილის სიმაღლე 1,5 მ) მდებარეობს დოესიდან ხოვლესაკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს. ყრილის ქვეშ, ყორღანის ცენტრში მდებარეობს ფლეთილი ქვით მშრალი წყობით ნაგები სამარხი კამერა (1,6X1,1 მ). მიცვალებული დაკრძალულია მარცხენა გვერდზე ხელ-ფეხ მოკეცილი, თავით სამხრეთისაკენ. სამარხში აღმოჩნდა შავპრიალა ვარდისფერსარჩულიანი კერამიკის ორყურა ბადია და ტყავის ტანსაცმლის ნაშთები; გადახურვის თავზე კი კერამიკის ფრაგმენტები და ობსიდიანის ანატკეცები. თარიღდება ადრებრინჯაოს გვიანი საფეხურით. მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (შატბერაშვილი 1976: 55, 56; სძა 1990: 155; საქ. არქ. 1992: 212-213).

დოესის სამხრეთ-დასავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით მდებარეობს „წეროაანთ წმიდა გიორგის“ ეკლესია. ნაგებია ფლეთილი ქვით. დაზიანებულია. შესასვლელი ჰქონია სამხრეთიდან (სძა 1990: 155). დოესში შემორჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (გვასალია 1983: 126).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 31; ბერძენიშვილი 1966: 18, 20, 49, 92; ბესარიონ კათოლიკოსი 1946: 409; გვასალია 1983: 120, 121, 126; გვრიტიშვილი 1955: 128; გიულდენშტედტი 1962: 273; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 142, 151, 208; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 76, 77; მაჩაბელი 1887: 149; სძა 1990: 155; საქ. არქ. 1992: 212, 213; საქ. სიძ. 1909: 113; 1920: 163; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 373; 1972: 128, 436, 532; 1974: 117; 1977: 65, 179, 197, 229, 612, 615; 1981: 173, 189, 260, 528; 1985: 174, 729, 735; ქც 2: 387,6; ქც 4:342,13; 441,14; შატბერაშვილი 1976: 55, 56; ცხოვრება ... 1980: 67; ხარაძე 1992: 51.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9