და დე დვ დი დმ დო დრ დუ
დრა დრი

დრანდა


(ქც 4: 781,6,9,10,12; 845,22). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 781,6,9,10,12; 845,22), ლიხთ-იმერეთის 1737 წ. რუკა (ბურჯანაძე 1959: 193), ქრისტოფორო კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 195, 180), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1938: 120), პატრიარქი მაკარიოსი (ჟუზე 1905: 32, 46), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 171).

ვახუშტი ბაგრატიონი დრანდას შესახებ გადმოგვცემს: „მოქვის მდინარის დასავლით დის კოდორის მდინარე. ამ წყალზედ არს ეკლესია დრანდას, მთაში ...“ (ქც 4: 781,4,5).

დრანდა მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. კოდორის ნაპირას.

VIII-X სს-ში დრანდა აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაშია. XIV-XV სს-ში საბედიანოს საერისთავოში შედიოდა. XVI-XVII სს-ის პირველ ნახევარში ოდიშის სამთავროშია. XV-XVII სს-ში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა.

დრანდა არქეოლოგიურად შეუსწავლელია. დაფიქსირებულია მხოლოდ შუა საუკუნეების ნამოსახლარის ნაშთები (თრაფში 1969: 218).

დრანდას ტაძარი მდებარეობს მდ. კოდორის მარცხენა ნაპირას. ტაძარი (27,3X19,5 მ) გუმბათოვანია, უახლოვდება ჯვრის ტიპს. ნაგებია აგურისა და რიყის ქვით (ჩუბინაშვილი 1948გ: 57). ტაძარში აღმოჩენილია ადრებიზანტიური ხანის ამფორები. ტაძრის აშენების თარიღის შესახებ განსახვავებული მოსაზრებებია: VI ს (ხოტელაშვილი, იაკობსონი 1984: 200-207; ხრუშკოვა 1985: 70), VI-VII სს (ვორონოვი 1978: 105), VIII ს (მეფისაშვილი 1983: 10).
 
ბიბლიოგრაფია: აგაფადორი 1901; ბურჯანაძე 1959: 193; გიულდენშტედტი 1962: 171; დიუბუა დე მონპერე 1937: 149, 151; ვორონოვი 1978: 105; თრაფში 1969: 218; კასტელი 1976: 195, 180; ლამბერტი 1938: 120; მეფისაშვილი 1983; ჟუზე 1905: 32, 46; ქც 4: 781,6,9,10,12; 845,22; ჩუბინაშვილი 1948გ: 57; ცინცაძე 1979: 35-42; ხოტელაშვილი, იაკობსონი 1984: 45; ხრუშკოვა1985: 70.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9