ეგ ენ ერ ეც ეძ
ეგრ

ეგრისი

ეგრი, ქალაქი (ქც 1: 5,15; ქც 4: 775,24; 780,5; 784,1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 5,15), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 775,24; 780,5; 784,1).

ვახუშტი ბაგრატიონი ეგრის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო ესე ოდიში ისახელა ორითა სახელითა: პირველად მეგრელნი, რამეთუ ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა ეგრი ... ხოლო ამ ეგრისის მდინარესა ზედა, მთასა შინა, არს ეგრი, სადაცა მოვიდა პირველად ეგროს, ძე თარგამოსისა, და აქა აღაშენა ქალაქი ... შემდგომად უწოდეს ბედია“ (ქც 4: 775,23,24; 780,5-8).

„ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული ეგრი-ქალაქი ბედიასთანაა გაიგივებული (ქც 1: 5,15; ქც 4: 780,5; ბერაძე 1971: 63.

ამავე სახელწოდების ნაქალაქევი („ეგრი“) მდებარეობდა გომარეთის ხეობაში (ბაგრატიონი 1986: 49).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 49; ბერაძე 1971: 60; ქც 1: 5,15; ქც 4: 775,24; 780,5; 784,1.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

See also: ბედია
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9