ეგ ენ ერ ეც ეძ
ენა ენი

ენისელი


(ქც 4: 608,10,19), იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 544,სქ.2; 608,10,19), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 361, 367, 368; ქრონიკები 1897: 492; 1965: 182, 184, 195; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 275; ქართულ-სპარსული ... 1984: 37, 38; საქ. სიძ. 1915: 134, 513; 1920: 172; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 381, 405, 497, 665, 666), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 83), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 33), კარლ კოხის „ბრძოლის ველზე გასვლა“ (კოხი 1981: 233, 245).

მდებარეობს ყვარელის მუნიც-ში, მდ. ინწობას (მდ. ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ყვარლიდან ჩრდილო-დასავლეთით, 16 კმ დაშორებით, თანამედროვე სოფ. ენისელის ტერიტორიაზე.

სოფლის სახელწოდება – ენისელი, დაკავშირებულია საქართველოს ისტორიული მხარის, ჰერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის, ელისენის სახელთან.

1976 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური) სოფ. ენისელის მახლობლად, მდ. ინწობის მარჯვენა ნაპირზე, შესართავიდან 200 მ-ის დაშორებით, ადგილ „გრძელ გუბეებში“ შეისწავლა სამაროვანი. გაითხარა 18 ორმოსამარხი. დაკრძალვის წესი ვერ დადგინდა, რადგან ნიადაგმა არ შემოინახა მიცვალებულთა ძვლები. სამაროვანზე აღმოჩნდა: რკინის იარაღი – მოხრილი დანა, მასრაგახსნილი და ქედიანი შუბისპირები; სამკაული – ბრინჯაოს მრგვალგანივკვეთიანი სამაჯური წიწვოვანი ორნამენტით, სხვადასხვა ფორმის სარდიონისა და პასტის მძივები; თიხის ჭურჭელს მოყავისფრო-მოშავო კეცი აქვს და ჩარხზეა დამზადებული. მათში გამოიყოფა: დოქები, ჯამ-ლანგრები, სასმისები, ქოთანი, მათარა. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებით (მაისურაძე 1993: 59-79).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 83; გიულდენშტედტი 1962: 33; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 361, 367, 368; კოხი 1981: 233, 245; მაისურაძე 1993: 59-79; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 275; საქ. სიძ. 1915: 134, 513; 1920: 172; ქც 4: 544,სქ.2; 608,10,19; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 381, 405, 497, 665, 666; ქართულ-სპარსული ... 1984: 37, 38; ქრონიკები 1897: 492; 1965: 182, 184, 195.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9