ეგ ენ ერ ეც ეძ
ერგ ერე ერთ ერკ ერუ ერწ

ერუშეთი

ქალაქი, ეკლესია (ქც 1: 117,19, 131,16; ქც 4:56,23).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 117,19; 131,16), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 198,4; 227,13), ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი (ქც 2: 52,8), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 56,23; 89,14; 113,25; 123,8; 178,11), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 22, 84, 144, 145), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 535).

ლოკალიზდება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია ძვ. წ. III-II სს-ის ამბების გამო (ქც 1: 56,23). IV ს-ში კონსტანტინე კეისრის მიერ გამოგზავნილი იოანე ეპისკოპოსი და ბერები მოდიან ერუშეთს და აშენებენ ეკლესიას (ქც 1: 117,19). მირდატ მეფემ (IV ს-ის 60-იანი წლები) შეამკო და შემატა შენობები ერუშეთს (ქც 1: 131,16). ვახტანგ გორგასალმა ერუშეთს დასვა ეპისკოპოსი (ქც 4: 113,25). 639 წ. ჰერაკლე კეისარმა დაარბია ქართლი. ერუშეთიდან წაიღო სამსჭვალი (ქც 4: 123,8). 1191 წ. თამარ მეფის (1184-1207) ლაშქარსა და გიორგი რუსის მომხრეებს შორის ბრძოლა გაიმართა ერუშეთსა და თმოგვს შორის, ნიალის ველზე (ქც 2: 52,8). XVI ს-ში ერუშეთი სამხრეთ საქართველოს სხვა პროვინციებთან ერთად ოსმალებმა მიიტაცეს. 1878 წ. ბერლინის კონგრესის თანახმად ერუშეთი საქართველომ დაიბრუნა, მაგრამ მალე ისევ თურქებმა დაიპყრეს. ერუშეთზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-სატრანზიტო გზები (ბერძენიშვილი 1966: 87, 92, 95, 103, 105).

ერუშეთი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 87, 92, 95, 103, 105; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 535; დადიანი 1962: 145; თაყაიშვილი 1960; სამხ. საქ. ისტ. 1961: 169; ქც 1: 117,19; 131,16; 198,4; 227,13; ქც 2: 52,8; ქც 4: 56,23; 89,14; 113,25; 123,8; 178,11.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9