ეგ ენ ერ ეც ეძ
ერგ ერე ერთ ერკ ერუ ერწ

ერწუხი


(ქც 4: 157,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 157,2), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 328,12).

ერწუხი მდებარეობდა კახეთ-ჰერეთში. ზუსტი ლოკალიზება ვერ ხერხდება (ბერძენიშვილი 1964: 178).

1104 წ. მეფე დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125) ერწუხთან დაამარცხა მეზობელი მაჰმადიანური სახელმწიფოების გაერთიანებული ლაშქარი და შემოიერთა ჰერეთ-კახეთი (ჯავახიშვილი 1983: 196).
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1964: 178; ქც 1: 328,12; ქც 4: 157,2; ჯავახიშვილი 1983: 196.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9