ეგ ენ ერ ეც ეძ
ეცე

ეცერი


(ქც 4: 787,20). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 261,16; 787,20, 787,სქ.2), „წიგნი საქმისა ბალსზემოთ სვანეთისა და თავად ჯაფარიძეთა შორის“ (სვანეთის საისტ. ძეგ. 1941: 32), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 325, 329).

ვახუშტი ბაგრატიონი ეცერის შესახებ გადმოგვცემს: „ლეჩხუმის სამხრით და ოდიშის აღმოსავლით არს ეცერი“ (ქც 4: 787,20).

მდებარეობს მესტიის მუნიც-ში, მესტიიდან 25 კმ-ის დაშორებით, ახლანდელი სოფ. ეცერის ტერიტორიაზე.

ეცერის მახლობლად, სოფ. ლადრელში 1932 წ. გზის გაყვანის დროს აღმოჩნდა გვიანბრინჯაოს ხანის სამარხი, რომელიც დაზიანდა. სამარხეულ ინვენტარში შედიოდა: ბრინჯაოს ორი მახვილი; ცილინდრული ჭურჭლის ფრაგმენტები (ჩართოლანი 1989: 89, 117). 1974 წ. გზის მშენებლობისას სოფ. ეცერში გამოვლინდა დაზიანებული სამარხები. სამარხეული ინვენტარის ერთი ნაწილი დაკარგულია. გადარჩენილ მასალაში შედიოდა: მოჭიქული ჯამი, მინის სასმისი, ვერცხლის მოსევადებული სათითური, ქამრის ნაწილები. სამარხეული ინვენტარი XVII ს-ის დასასრულით თარიღდება (ჩართოლანი 1976: 63).

სოფლის ცენტრში დგას XI ს-ის ბაზილიკა, ძველად „სუეტიად წოდებული, სახიზარი სუეტის ცხოველის სამკაული-საუნჯისა“ (ქც 4: 787,20). სამივე მხრეს აქვს XIV ს-ის მინაშენები. ინტერიერში შემორჩენილია XII ს-ის ფრესკები.
 
ბიბლიოგრაფია: გიულდენშტედტი 1962: 325, 329; სვანეთის საისტ. ძეგ. 1941: 32; ქც 4: 787,20; ჩართოლანი 1976: 63; 1989: 89, 117.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9