(ქც 2: 526,6). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 526,6), XIII, XVI, XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (სამხ. საქ. ისტ. 1961: 53; 1982: 28, 30, 31; საქ. ისტ. ქრ. 1980: 289, 290, 297, 298, 301, 309, 324, 326, 336), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 61, 67, 71, 76, 90, 93, 94), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 265, 349).
მდებარეობს ახალციხის მუნიც-ში, ახალციხის ჩრდილოეთით, 12 კმ-ის დაშორებით, ქობლიანის წყლისა და ფოცხოვის წყლის შესართავთან, დღევანდელი ვალეს ტერიტორიაზე.
ვალეზე გადიოდა სამცხედან არტაანისაკენ და ახალციხიდან ერევნისაკენ მიმავალი გზები (ბერძენიშვილი 1966: 92, 93). XIII ს-ის სამცხის მთავრებს, ჯაყელებს ვალე შეუწირავთ ალის მთავარმოწამისადმი (სამხ. საქ. ისტ. 1982: 31, 33).
ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
ვალეს დასავლეთით შემორჩენილია ქვათლილებით ნაგები ღვთისმშობლის ბაზილიკური ეკლესია. აფსიდა ნახევარ-წრიულია. შუა ნავი გვერდით ნავებთან შედარებით ფართოა. შესასვლელები აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. აფსიდის აქეთ-იქით სამკვეთლო და სადიაკვნეა. ეკლესია გადაუკეთებიათ XV ს-ის ახლო ხანებში, XVI ს-ში და XVIII-XIX სს-ში. ეკლესია თავიდან გუმბათიანი ყოფილა. შემდეგ სამნავიან ბაზილიკად გადაუკეთებიათ. აღმოსავლეთის კედელი და აფსიდა უცვლელადაა შემორჩენილი. აფსიდასთან მდგარ სამხრეთის სვეტზე 45 – სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ ქართველთა მეფეთა-მეფის, კონსტანტინეს შვილიშვილმა, მეფე ბაგრატის ასულმა, ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლე დედისიმედმა, მეორედ ააშენა ეს ეკლესია. წარწერაში მოხსენიებულნი არიან აგრეთვე, დედისიმედის შვილები: ყუარყუარე, მზეჭაბუკი, მანუჩარი, თუალმშუენიერი, ივანე, თამარი და ელენე; დედისიმედის დედა ელენე, დედისიმედის და-ძმები: თეოდორა, ერეკლე, აშოთი, ვახტანგი, არჩილი. წარწერა თარიღდება XVI ს-ით (მეფისაშვილი 1950: 30; ზაქარაია 1977: 45,46).
- ბიბლიოგრაფია: ბარნაველი 1959: 29; ბაქრაძე 1875: 43; ბერძენიშვილი 1966: 92, 93; გამბა 1987: 265, 349; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 61, 67, 71, 76, 90, 93, 94; ზაქარაია 1977: 45, 46; თაყაიშვილი 1907: 11-13; მეფისაშვილი 1950: 25-51; სამი ისტ. ქრ. 1890: სამხ. საქ. ისტ. 1982: 8, 28, 30, 31, 33, 52, 55; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 289, 290, 297, 298, 301, 309, 324, 326, 336; უვაროვა 1894: 69-74; ქც 2: 526,6.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.