ვა ვე
ვალ ვან ვარ ვაქ ვაყ ვაშ ვახ

ვარდიანი


(ქც 4: 611,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 611,21), სახარების 1310 წ. მინაწერი (ჯანაშვილი 1894: 205), 1579 წ. მამულების მფლობელობის განახლების წიგნი ალექსანდრე II-ისა სვეტიცხოვლისადმი (ისტ. საბ. 1913: 51; საქ. სიძ. 1920: 471; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 86; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 199).

ლოკალიზდება ზაქათალის მუნიც-ში. მდებარეობს კახსა და ზაქათალას შორის, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე, ელისენში, თანამედროვე სოფ. გულლუგის ტერიტორიაზე. ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებში (ედილი 1947: 158; ბერძეიშვილი 1966: 271; პაპუაშვილი 1972: 21).

წყაროებში პირველად იხსენიება 1310 წელს (ჯანაშვილი 1894: 205). XVII ს-ში ლეკთა შემოსევებით შეწუხებულმა კახეთის მეფე დავით II-მ (იმამ-ყულიხანმა) (1703-1722) 1706 წ. განიზრახა ჭარის შემუსვრა. „შემოიკრიბნა სრულიად სპანი კახეთისანი თუშ-ფშავ-ხევსურთა, განვიდა და დადგა ვარდიანს“ (ქც 4: 611,17-21).

ჭარელთა წინააღმდეგ ვარდიანთან მომხდარ ბრძოლაში კახეთის მეფე დავით II-ის დამარცხების შემდეგ ქართული მოსახლეობის ადგილი აზერბაიჯანიდან გადმოსულმა მუღალებმა დაიჭირეს და ვარდიანს გულლუგი უწოდეს (ჯანაშვილი 1910ა: 28; ედილი 1947: 158, 159).

ვარდიანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მის სამხრეთით არის დარბაზული ეკლესია (9X6 მ). სოფლის ახლოს, ქოშის მთაზე ეკლესიის ნანგრევებია (ედილი 1947: 158, 159).

ვარდიანის დასავლეთით, დაახლოებით 2-3 კმ-ის დაშორებით შემორჩენილია ე.წ. „კავკასიის დიდი კედლის“ ანუ „საინგილოს გრძელი გალავნის“ მცირე მონაკვეთი. გალავანი გადაჭიმული ყოფილა დაახლოებით 150 კმ მანძილზე, ნუხიდან სოფ. საბუემდე. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით დუღაბზე. კედლის სისტემაში ჩატანებული ყოფილა მრავალი სათვალთვალო და საბრძოლო დანიშნულების კოშკი, ჭიშკარი და სხვადასხვა სახის შენობა. სოფ. კატეხის დასავლეთით შემორჩენილია კედლის სისტემაში შემავალი ცილინდრული ფორმის ნაგებობის ნაწილი (დმ 33,2 მ, კედლის სისქე 80 სმ, სიმაღლე 2,4 მ). მისთვის მოგვიანებით გაუკეთებიათ ერთმანეთისგან 2,4 მ-ით დაშორებული სათოფურები. ნაგებობას ათარიღებენ IV-VII სს-ით (ჯანაშვილი 1901: 748), V-VII სს-ით (პახომოვი 1950: 90) ან V-VI სს-ის მიჯნით (ადამია 1979: 120).
 
ბიბლიოგრაფია: ადამია 1979: 71, 114-120, 142; ბერძენიშვილი 1953: 82; 1966: 271; ედილი 1947: 158, 159; ვოლკონსკი 1885: 182, 183; ისტ. საბ. 1913: 51; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 86; ნიკიტინი 1867: №92, №94; ომარაშვილი 1993: 86, 87, 89, 92, 99; პაპუაშვილი 1972: 21, 34; პახომოვი 1950: 68-90; პოსერბსკი 1864: №48; საქ. სიძ. 1920: 9; საქ. ისტ. რუკა 1923; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 199; ქც 4: 611,21; ხახანოვი 1898: 37; ჯანაშვილი 1894: 205, 206; 1901: 745, 747, 748; 1910ა: 5, 9, 10, 28.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9