აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ამა ამბ ამი

ამირანის გორა


(ქც 4: 671,13). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომში: „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 671,13).

მდებარეობს ჯავახეთის ახალქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 500 მ-ის დაშორებით. მთა ვულკანური წარმოშობისაა.

ვახუშტი ბაგრატიონი ამირანის გორის შესახებ გადმოგვცემს: „ახალქალაქს ზეით არს ამირანის გორა, მტკურის სამხრის კიდეზედ. მუნ არს მტკუარს ზედა ხიდი“ (ქც 4: 671,13-14).

XIX ს-ში მთაზე ჯერ კიდევ ჩანდა დუღაბით ნაგები გალავნის საძირკველი და მცირე ეკლესიის ნაშთი. გადმოცემის მიხედვით მთაზე მდგარა ამირანის კერპი (როსტომოვი 1898: 31, 32).

XIX ს-ის ბოლოს ივ. როსტომაშვილმა ახალქალაქის ამირანის გორაზე მიაკვლია არქეოლოგიურ მასალას. 1956 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტისა და ა. პუშკინის სახ. თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ტ. ჩუბინიშვილი) დაზვერა მთის ფერდობისა და მისი მიმდებარე ძეგლები. 1958 წ. ამირანის გორაზე შემთხვევით აღმოჩნდა ქვის სამარხი, რომელშიც თიხის სამი ჭურჭელი იდო. 1979 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ექსპედიცია (ხელმძღ. მ. გაბუნია) ამირანის გორაზე აწარმოებდა დაზვერვითი ხასიათის სამუშაოებს (გაბუნია, კალანდაძე ... 1982: 23).

გორაზე გამოვლენილია 2 პერიოდის ფენა მათი თანადროული სამარხებით. ზედა ფენა ეკუთვნის ძვ. წ. II ათასწ. დასასრულსა და I ათასწ. დამდეგს. ქვედა ფენა კი ძვ. წ. III ათასწლეულს. ქვედა ფენის მასალებიდან აღსანიშნავია შავპრიალა, ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭელი. საინტერესოა ერთი შავპრიალა ნაკეთობა, რომელსაც ძირში ჩასმული აქვს ობსიდიანის ფირფიტა. ფრაგმენტული მასალიდან აღსანიშნავია შავად და მოვარდისფროდ ნაპრიალები ჭურჭლის ნატეხები შემკული ნაკაწრით, ფოსოებითა და წერტილოვანი ორნამენტით. ჯამები უმეტესად ღრმაა, პირმოყრილი. ზოგს გარედან კოპი აქვს დაძერწილი (ჩუბინიშვილი 1963: 11-15; ორჯონიკიძე 1983: 27, 28). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
 
ბიბლიოგრაფია: გაბუნია, კალანდაძე ... 1982: 16-24; ორჯონიკიძე 1983: 27, 28; როსტომოვი 1898: 31, 32; ქც 4: 671,13; ჩუბინიშვილი 1960: 23-27; 1963: 11-15.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9