მონასტერი (ქც 4: 321,21).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 321,20), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 51), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 326), ქართული ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 86).
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „მოდამნახეს ქუეით არს ვარდისუბანს მონასტერი უგუმბათო, შუენიერს ადგილს“ (ქც 4: 321,20,21).
მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე, ლიპარიტის უბნის, დღევანდელი ბედიანის ჩრდილო-დასავლეთით (ლორთქიფანიძე 1935: 308; ხარაძე 1985: 141; 1991: 77).
ვარდისუბანი ამჟამად ნასოფლარია; ზოგიერთ წერილობით წყაროში მოიხსენიება ვარდისჭალის სახელითაც (ბაგრატიონი 1986: 51).
ვარდისუბანი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
აქ შემორჩენილია მონასტრის ნანგრევები, რომლებიც მდებარეობს მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე, მოდამნახეს (დღევანდელი ტყემლიანის) სამხრეთით, კლდეისის ხევის ზევით (ლორთქიფანიძე 1935: 308; ხარაძე 1985: 141). ბაზილიკა (ზომა დაახ. 18X21 მ) მოპირკეთებულია თლილი ქვით. ჩრდილოეთის მხარეს აქვს გარშემოსავლელი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკი მოგებულია ქვითა და კირხსნარით. კედელები შელესილია. შესასვლელის თავზე ამოკვეთილია ჯვარი და ბერძნული წარწერა (თაყაიშვილი 1913: 121-123; ხარაძე 1985: 141).
ამ სახელის სოფლები ცნობილია დმანისის, თელავის, ლაგოდეხის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონებიდანაც.
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 51; თაყაიშვილი 1913: 121-123; ლორთქიფანიძე 1935: 57, 308; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 86; ქც 4: 321,21; ქარ. სამართ. ძეგ. 1965: 326; ხარაძე 1985: 141; 1991: 77.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.