ვა ვე
ვალ ვან ვარ ვაქ ვაყ ვაშ ვახ

ვარენთა

ციხე (ქც 4: 667,5; 720,6).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 667,5; 720,6), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტი (ქც 2: 500,25; 519,13), მესხური დავითნის ქრონიკა (მესხური ... 1890: 91), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 184, 195, 426).

მდებარეობს ასპინძის მუნიც-ში, ასპინძის ზემოთ, მდ. ვარენთის წყალზე.

ზოგიერთი წყარო მას ვარნეთის ფორმით მოიხსენიებს (ქც 2: 519,13). ვარენთა ამჟამად ნასოფლარია.

ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

XIX ს-ის 30-იან წლებში ვარენთის ნასოფლარზე შემორჩენილი იყო ციხე-კოშკი და ძლიერ დანგრეული დარბაზული ტიპის ეკლესია (7,6X3,9 მ), რომელსაც შესასვლელი ჰქონია სამხრეთიდან. კედლებზე შემორჩენილი ყოფილა წარწერების ფრაგმენტები (ბოჭორიძე 1992: 10, 210).

1970 წ. ვარენთის მახლობლად ხვნის დროს მდ. მტკვრის ნაპირზე აღმოჩნდა ადრე შუა საუკუნეების ეკლესიის ქვები – ვოლუტებიანი სვეტისთავი და შესასვლელის საპირე ქვა (ქსე 1979: 305).
 
ბიბლიოგრაფია: ბოჭორიძე 1992: 10, 210; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 184, 195, 426; მესხური ... 1890:91; ქსე 1979: 305; ქც 2: 500,25; 519,13; ქც 4:667,5; 720,6.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9