ვა ვე
ვალ ვან ვარ ვაქ ვაყ ვაშ ვახ

ვარციხე


(ქც 4:751,17). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 751,17,20; 890,3; 891,11), იოანე ბაგრატიონის „კალმასობა“ (ბაგრატიონი 1948: 66), მესხურ-იმერული „დღიური წერილები“ (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 254, 267, 270), ლიხთ-იმერეთის 1731 წ. რუკა (ბურჯანაძე 1959: 193), იუსტინიანეს „ნოველები“ (იუსტინიანე 1965: 198), პროკოპი კესარიელის „ბრძოლა სპარსელებთან“ (პროკოპი კესარიელი 1965: 73, 156), სომხური გეოგრაფიის VII ს-ის ანონიმი ავტორი (ერემიანი 1963: 103), ბასილი სოფენელის „ნოტიციები“ (გეორგიკა 1952: 130, 140, 142, 144, 181, 187, 188), ალექსი იევლევის „იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა“ (იევლევი 1969: 86), ტოლოჩანოვის „იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა“ (ტოლოჩანოვი 1970: 266), 1731 წ. ოსმალური საბუთი (XVI-XVIII სს ოსმალური ... 1987: 148), რაინეგსის „კავკასიის ისტორიულ-ტოპოგრაფიული აღწერა“ (რაინეგსი 1796: 38), დიუბუა დე მონპერეს „მოგზაურობა კავკასიაში“ (დიუბუა დე მონპერე 1839: 222), ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 146, 166, 167, 169-170, 174).

ვახუშტი ბაგრატიონი ვარციხის შესახებ გადმოგვცემს: ამაღლების ხევის ზევით რიონს ერთვის ნოღას ხევი. „ნოღას ზეით არს ვარციხე. ეს ყოფილ არს ციხე დიდი და დიდშენობა, და გამომდინარობს წყარო შიგ კეთილი“ (ქც 4: 751,17,18).

მდებარეობს ბაღდათის მუნიც-ში, მდ. რიონ-ყვირილასა და ხანისწყლის შესართავთან, ქუთაისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 12 კმ-ის დაშორებით, ახლანდელი სოფ. ვარციხის ტერიტორიაზე.

ვარციხე წყაროებში სხვადასხვა სახელით იხსენიება: „როდოპოლისი“ (იუსტინიანეს „ნოველები“ XXX,1; პროკოპი კესარიელის „ბრძოლა სპარსელებთან“ II,29, VIII,13). „ვარციხე“ (ქც 4: 751,17,20), „ვარდისციხე“ (ბურჯანაძე 1959: 193), „ვარჩიჩი“ (ტოლოჩანოვი 1970: 266).

ახ. წ. IV ს-ის მეორე ნახევრიდან VI ს-მდე ვარციხე ციხე-ქალაქია (ჯაფარიძე 1989: 131-133). VI ს-ში იქ საქალაქო ცხოვრება შეწყვეტილი ჩანს. VII-X სს-ში საეპისკოპოსო ცენტრია. X ს-ის დასაწყისში მცხეთის საკათოლიკოსოს დაუკავშირდა. ახ. წ. XIV-XV სს-ში ვარციხეში საქალაქო ცხოვრების ერთგვარი გამოცოცხლება შეიმჩნევა. XVII-XVIII სს-ში რიგითი ციხე და დასახლებული პუნქტია.

1968-1969 და 1971 წწ. ვარციხეში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის ვარციხის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. გ. ლომთათიძე). 1972-1978 წწ. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ვ. ჯაფარიძე.

ციხე-ქალაქი შედგებოდა სამი ნაწილისაგან: ციტადელისა და ორ ნაწილად გაყოფილი „ქვედა ქალაქისაგა..“ ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია ძლიერ დაზიანებული თავდაცვითი ნაგებობანი. საფორტიფიკაციო სისტემაში გამოიყოფა ზღუდის სამი, სხვადასხვა პერიოდის კედლები: პირველი პერიოდის ზღუდის კედლის წყობა პოლიგონალურია. ნაგებია რიყის ქვითა და კირქვით. კედლები შელესილი ყოფილა კირხსნარით. ზღუდე გეგმით მომრგვალებულია. კედლებში ჩართულია მართკუთხა კოშკები, რომლებიც ნაგებია წყობაში რიყის ქვითა და ფასადში უპირატესად კირქვით. პირველი ზღუდე დათარიღებულია ახ. წ. IV-V სს-ით (ჯაფარიძე 1989: 115, 125, 126). მეორე პერიოდის ზღუდის კედლები (სისქე 2,3 მ) პირველის გარეთაა აღმართული. ნაშენია კირქვით. წყობა იზოდომურია. კედლის წყობაში ზოგან შეიმჩნევა აგურ-კრამიტის სამფენიანი სარტყელი. ზღუდე დათარიღებულია ახ. წ. V-VI სს-ის მიჯნით (ჯაფარიძე 1989: 128). მესამე პერიოდის ზღუდე მდებარეობს ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და აშენებულია მეორის ნანგრევებზე. ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. ზღუდე გვიანი შუა საუკუნეების უნდა იყოს (ჯაფარიძე 1989:115, 123).

ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია: ახ. წ. IV-VII სს-ის იმპორტული წითელლაკიანი ჯამები, ლანგრები, თეფშები, ფინჯნები; წითელლაკიანი ჭურჭლის ადგილობრივი მინაბაძები – ჯამები, თეფშები; ღია ფერის კეციანი და წითელ-ყავისფერკეციანი ამფორები; ქვევრები, დერგები, ჩაფები, დოქები, ხელადები, ლუთერიები; მინის სასმისები, ფიალები; სარკმლის მინა; რკინის ცული, ისრისპირები, დანები, აბზინდები, საკინძის ფრაგმენტები; აგურისა და კრამიტის ნატეხები; IX-XI სს-ის მოჭიქული კერამიკისა და ღია ფერის კეცის მქონე ჭურჭლის ფრაგმენტები; XIV-XV სს-ის მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები (ჯაფარიძე 1989: 16, 17, 144).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1948: 66; ბასილი სოფენელი 1952: 130, 140, 142, 144, 181, 187, 188; ბურჯანაძე 1959: 193; გამბა 1987: 146, 166, 167, 169-170, 174; დიუბუა დე მონპერე 1839: 222; ერემიანი 1963: 103; იევლევი 1969: 86; იუსტინიანე 1965: 198; ლომთათიძე ... 1971: 87-89; ლომთათიძე, XV-XVIII სს ოსმალური ... 1987: 148; მელითაური ... 1973: 89-95; მელითაური, ჯაფარიძე 1974: 81; პროკოპი კესარიელი 1965: 73, 156; რაინეგსი 1795: 38; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 254, 267, 270; ტოლოჩანოვი 1970: 266; ქც 4: 751,17,20 890,3; 891,11; ჯაფარიძე 1972: 60-62; ჯაფარიძე 1974: 84-105; 30-34; 43-50; 53-67; ჯაფარიძე ... 1979: 214-223; ჯაფარიძე ... 1976: 79-81; ჯაფარიძე ... 1980: 251-262; ჯაფარიძე 1989.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9