ვა ვე
ვალ ვან ვარ ვაქ ვაყ ვაშ ვახ

ვაქირი


(ქც 4: 542,სქ.5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 542,სქ.5), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 135), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 230; 1974: 356; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 265; ქრონიკები 1967: 527, საქ. სიძ. 1910: 505), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 23, 25, 257; 1964: 139).

ვახუშტი ბაგრატიონი ვაქირის შესახებ გადმოგვცემს: „სიღნაღს დასავლით და ჩდილოთ აქვს ხევი ანაგისა ... აღმოსავლით ვაქირი“ (ქც 4: 542,სქ.5).

მდებარეობს სიღნაღის მუნიც-ში, თანამედროვე სოფელ ვაქირის ტერიტორიაზე.

XV ს-ის მეორე ნახევრიდან ვაქირი ქიზიყის სამოურავოშია და შედიოდა კახეთის მეწინავე, ბოდბელის სასარდლოში (თოდრია 1982: 81). ის, როგორც საუფლისწულო მამული, შეტანილია ბატონიშვილ დავითისა და მისი მეუღლის, ელენეს ქონების აღწერის დავთარში (აქტები ... 1868: 86).

ვაქირი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ვაქირის იოანე ნათლისმცემლის სახ. სამეკლესიანი ბაზილიკა ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ის მეორედ აღუდგენია 1555 წ. კახეთის მეფე ლევანს (1518-1574). კედლებზე გამოსახულია წრეში ჩასმული ბოლნური ჯვარი. თარიღდება VII-VIII სს-ით (ჩუბინაშვილი 1959: 186; თოდრია 1982: 89). კვირაცხოვლის სახ. მცირე ეკლესია ნაგებია შირიმისა და რიყის ქვით. გადაკეთებულია. დასავლეთის სარკმლის თავზე ბოლნური ჯვარია. სამხრეთის ფასადზე, კარის მარჯვნივ IX-X სს-ის შვიდსტრიქონიანი დაზიანებული ასომთავრული წარწერაა. ამავე ხანებში უნდა იყოს აგებული ეკლესიაც (თოდრია1982: 89).
 
ბიბლიოგაფია: აქტები ... 1868: 81, 86, 152, 154; ბაგრატიონი 1986: 68; ბარნაველი 1959: 253; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 135; გიულდენშტედტი 1962: 23, 25, 257; 1964: 139; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 265; თოდრია 1982: 76, 78, 85, 89; საქ. სიძ. 1910: 505; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 230; 1974: 356; ქრონიკები 1967: 527; ქც 4: 543,სქ.5; ჩუბინაშვილი 1959: 186.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9