ვა ვე
ვალ ვან ვარ ვაქ ვაყ ვაშ ვახ

ვაყა


(ქც 4: 376,24,25). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 376,24), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 43), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 131; 1985: 413, 932).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ფცის-წყლის დასავლეთით არს ალის-წყალი ... ერთვის მტკუარსა ჩდილოდამ ... ამ მტკურის კიდეზედ, სამხრით არის სომანეთი. ამ სომანეთის სამხრით არს ვაყა“ (ქც 4:3 76,21-25).

მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, მდ. ალის ფრონეს, ანუ ჭერათხევის ხეობაში, სოფ. ვაყას ტერიტორიაზე (გვასალია 1989: 23, 24).

ვაყა მდებარეობდა ქართლიდან იმერეთში მიმავალ გზაზე (მაკალათია 1963: 65). შეტანილია რუისის საკათალიკოსო მამულების დავთარში (თაყაიშვილი 1907: 205). XVIII ს-ის მიწურულში ბეგთაბეგოვების ხელში გადადის (გვასალია 1989: 23, 24).

ვაყა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

აქ რამდენიმე ეკლესიაა: წმინდა გიორგის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (7,9X5,3 მ) დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. ჭერათხევის მარცხენა ნაპირზე. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი დასავლეთიდან და თითო სარკმელი აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებზე. ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (8,5X5 მ) დგას სოფლის სამხრეთით, 200 მ-ის დაშორებით, სასაფლაოზე. ნაგებია ქვიშაქვით, რიყის ქვითა და აგურით. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს ორი შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. აგრეთვე სარკმელები აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებში. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. აღმოსავლეთის კედელზე დაშენებულია აგურის გვიანდელი სამრეკლო (სძა 1990: 432, 433).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 43; გვასალია 1989: 3-35; თაყაიშვილი 1907: 205; მაკალათია 1963: 67-72; ბარნაველი 1959: 131; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 131; 1985: 413, 932; ქც 4: 376,24,25; ხარაძე 1992: 161.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9